ბუნების უსაზღვრო სიყვარულმა შთაგვაგონა ამ  საქმიანობისთვის ხელი მოგვეკიდა. დაახლოებით 15წლის წინ სამოყვარულო დონეზე მოვაშენეთ რამოდენიმე სახეობა.იმდენად ახლო და საინტერესო აღმოჩნდა მათი მოვლა და გამრავლება, რომ გადავწყვიტეთ ეს საქმიანობა შთამომავლობით გაგვეგრძელებინა.

დეკორატიული ფრინველებისა და ჯიშიანი ცხოველების საშენი დაფუძნდა 2015 წელს. ამ საქმიანობას უძღვება გოგოლაშვილების ოჯახი. საშენში ვამრავლებთ, მხოლოდ სუფთა სისხლის სახეობებს. წლების გამოცდილებისა და პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე,ჩვენი ბინადრები საუკეთესოები არიან. დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას უსასყიდლოდ გიზიარებთ და ვზრუნავთ საინტერესო სახეობების პოპულარიზაციაზე.
 მნიშვნელოვანია ეროვნული, ადგილობრივი სახეობების გადარჩენა, პოპულარიზაცია,მაგალითად კოლხური ხოხობი და ძირძველი ქართული ქათმის ჯიშები, რომელთა გამრავლებასაც ხელს ვუწყობთ. ჩვენი მიზანია, როგორც გადაშენების პირას მყოფი სახეობების გადარჩენა პოპულარიზაცია, ისე  ისეთი სახეობების მოშენება გამრავლება, რომლებიც ადაპტირეულია ჩვენი გარემო პირობებისათვის და მაღალპროდუქტიულია.