ფრინველი

ნებისმიერ საქმიანობაში წარმატების მისაღწევად საჭიროა გიყვარდეს ეს საქმე, მითუმეტეს თუ საქმე ფრინველებთან ან ცხოველებთან გაქვს, რადგან ისინი გრძნობენ შენს დამოკიდებილებას მათდამი და ადეკვატურები არიან შენდამი.

Side view of a smiling young man having fun with his dog in garden - Nohat  - Free for designer

საინკუბაციო კვერცხის შენახვის პირობები დიდ გავლენას ახდენს — კვერცხის ხარისხზე, ინკუბაციაზე და წიწილის ჯამრთელობაზე.

მთავარი პირობები, რომელიც გავლენას ახდენს საინკუბაციო კვერცხის ხარისხზე-ტემპერატურა და ჰაერის ტენიანობაა.

ჩვეულებრივ კვერცხს ბუდიდან დღეში 2 ჯერ იღებენ, ბუდეში დიდი ხნით კვერცხის გაჩერება საინკუბაციო თვისებების დაქვეითებას იწვევს. კვერცხი უნდა ავიღოთ სანამ ის თბილია და გასაგრილებლად მოვათავსოთ სუფთა, მშრალ და გრილ სათავსში.

ბუდეში კვერცხის დიდხანს დატოვება კიდევ ერთი მიზეზის გამო არ არის მიზანშეწონილი, ამ დროს ქათმებში კრუხობის ინსტიქტი იღვიძებს, რაც კვერცხმდებლობის შემცირებას იწვევს.

კვერცხის შენახვის საუკეთესო ტემპერატურაა 8-120C, მცირეხნიანი შენახვის (2-4 დღე) შემთხვევაში დასაშვებია 18-200C, თუ ტემპერატურა 280C-ზე მაღალია კვერცხი ლაყდება.

ჰაერის ტენიანობა საინკუბაციო კვერცხის შენახვისას უნდა შეადგენდეს 75-80%.

საინკუბაციო კვერცხის შენახვის საუკეთესო ვადებია:

ქათმების კვერცხი 5-7 დღე;
ინდაურების კვერცხი 5-7 დღე;
იხვი 7-10 დღე;
ბატი 10-15 დღე.
კვერცხი უნდა ინახებოდეს ვერტიკალურ მდგომარეობაში-წვრილი ბოლოთი ქვევით.
უვარგისია ორგულა კვერცხი საინკუბაციოდ. ასევე მნიშვნელოვანია საინკუბაციო კვერცხის შეგროვების პერიოდში როგორ ვკვებავთ ფრინველს.არარის რეკომენდირებული ქერის მიცემა საკვებად.

Pre-storage incubation & SPIDES treatment of eggs

მნიშვნელოვანია საკვების ხარისხი. პირველ რიგში უნდა იყოს ბუნებრივი და ჯანსაღი.მარცვლეულის შემთხვევაში არარის რეკომენდირებული ნედლი მასის გამოყენება რადგან როგორც ცხოველი ისე ფრინველი ძნელად ამუშავებს და ხშირია უარყოფითი შედეგები. რაც შეეხება დაღერღილ მასას, უნდა შევინახოთ მშრალ ადგილას რათა თავიდან ავიცილოთ დანესტიანება, რამაც შესაძლებელია უფრო პატარა ასაკზე გამოიწვიოს სიკვდილიანობა.ასევე მარცვლეული სასურველია იყოს სუფთა აღების შემდეგ და არ იყოს შერეული ბალახის თესლი, თუ დააკვირდებით შავი ფერის პატარა მარცვლებია რისი მიღების შემთხვევაშიც მეფრინველეობაში ხშირია კუჭნაწლავის დაავადებები. მეფრინველეობაში დიდი მნიშვნელობა აქვს მწვანე მასას, განსაკუთრებით წიწილობის პერიოდში სასარგებლოა მოხარშული ჭინჭრისა და სხვა მინდვრის მცენარეების მიცემა საკვებად. რაც შეეხება მებოცვრეობას აქ პირიქითაა მწვანე მასა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ნედლი, როგორც მინიმუმ რამოდენიმე დღის მოთიბული მაინც უნდა იყოს, შესაძლებელია ნედლმა მასამ გამოიწვიოს ფაღარათი, შებერილობა, რაც ბოცვერში ხშირ შემთხვევაში სიკვდილიანობას იწვევს.როგორც მებოცვრეობაში ასევე მეფრინველეობაში , რეკომენდირებულია კომბინირებული კვება,რაც გულისხმობს დროის შუალედებში, ბუნებრივი პროტეინებითა და მინერალებით შეზავებული საკვების დოზირებით მიწოდებას.

Premium Photo | Hands agronomist pours a handful of wheat grain on a wheat  field.


ფრინველისთვის ძლიერ საშიში და აქტუალურია რამდენიმე დაავადება, რომელთა ვაქცინაციაზე, პრევენციასა და მკურნალობაზე ზრუნავს მეფრინველე.

ნიუკასლი - ინფექციის წყაროს წარმოადგენს დაავადებული და დაავადებამოხდილი ფრინველი. ვირუსის გავრცელება ხდება გამოყოფილი სეკრეციებით, ექსკრემენტებით, კვერცხით და ამონასუნთქი ჰაერით.

აღინიშნება სხეულის ტემპერატურის მომატება, სისუსტე, უმადობა, მოძრაობის ორიენტაციის დარღვევა, გაფართოვებული ჩიჩახვი, მყრალი სუნის სითხის დენა ჩიჩახვიდან, კვერცხდების შეწყვეტა, აბურძგლული ბუმბული, გალურჯებულ-გაშავებული ბიბილო.

დაავადება შეიძლება გამოვლინდეს წლის ნებისმიერ პერიოდში, თუმცა, უფრო მეტად აქტუალურია ადრეულ გაზაფხულზე და გვიან შემოდგომით.
ფრინველის ჭირის საწინააღმდეგო მკურნალობა არ არსებობს. ერთადერთი გზა, დროული იმუნიზაციაა.

გამბორო - მაღალკონტაგიოზური ვირუსული დააავადებაა, 2-20კვირის ასაკის წიწილებში. მწვავე მიმდინარეობისას ვლიდდება თეთრი წყალივით ფაღარათი,ბუმბულის დაბინძურება კლოაკის ირგვლივ, დეპრესია, ანორექსია და დაცემა. ტემპერატურა საწყის ეტაპზე მომატებულია,შემდეგ ქვეითდება. დიაგნოზს ადგენენ ფრინველის გაკვეთით. მკურნალობა არ არის შემუშავებული. პროფილაქტიკა ვაქცინაციაა 10 დღემდე ასაკის წიწილებში.

კოკციდიოზი - ერთერთი ყველაზე ხშირი პარაზიტული დაავადებაა. სიმპტომები: დაშვებული ფრთები,დახუჭული თვალები, დროდადრო-ლორწო და სისხლი.მკურნალობა ხდება კოკციდიოსტატიკებით და სულფანილამიდებით. დიდი მნიშვნელობა ენიჭება პროფილაქტიკას: დროული დეზინფექცია უნდა მოხდეს შენობისა და ინვენტარის; სასურველია შესაბამისი პრეპარატის საკვებში შერევაც, რომელიც იცავს ფრინველს ამ დააავადებისგან.

ინფექციური ბრონქიტი (ლარინგოტრაქეიტი)-ვირუსი აზიანებს ფრინველის რესპირატორულ ტრაქტს. ვრცელდება ჰაერ-წვეთოვანი გზით. ეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირი დაავადებაა ფრინველებში. მწვავე ფორმისას სიკვდილიანობა შეადგენს 70%-ს. სიმპტომები: გაძნელებული სუნთქვა,თანმხლები ხრუტუნითა და ყივილით. მკურნალობა არ არსებობს. პროფილაქტიკა ვაქცინაცია.

Bornova Vet.Kont.Arst.Enst.

Facebook

მწყერი-ს კვერცხის ინკუბაციის რეჟიმი

ინკუბაციის დღეები                                   ტემპერატურა                             ტენიანობა

1-15                                                            37,6-37,7                                 50 - 60

15-17                                                         37,2 - 37,4                                48 - 49

გამოჩეკვის პერიოდში                                        -                                             67-92

ფრინველის ასკარიდიოზი-სიმპტომები, მკურნალობა, პროფილაქტიკა

 

ფრინველი, დაავადება, ასკარიდიოზი, მკურნალობა

ფრინველის ასკარიდიოზის გამომწვევია ნემატოდა Ascaridia galli. პარაზიტობს წვრილ ნაწლავებში. ავადდება ქათამიინდაურიბატი, ციცარი, ფარშევანგი, ხოხობი, როჭო და სხვა ფრინველი.

დაავადების აღმძვრელი, ასკარიდია, მოყვითალო-მოთეთრო ფერის ნემატოდაა (ნემატოდები-მრგვალი ჭიები). მამრის სხეულის სიგრძე 25-70 მმ-ია, ხოლო მდედრი ასკარიდიასი – 65-110მმ. ასკარიდიას კვერცხი ოვალური ფორმისაა.

მდედრი ასკარიდია ნაწლავში გამოყოფს კვერცხებს, რომლებიც ფეკალთან ერთად გამოიყოფა გარემოში, სადაც სათანადო ტემპერატურისა და ტენიანობის პირობებში, 15-20 დღეში ვითარდება ინვაზიური ლარვები.

ფრინველის დაინვაზირება ხდება საკვებთან, ან წყალთან ერთად, ინვაზიური კვერცხების გადაყლაპვისას. ფრინველის კუჭში ასკარიდიას კვერცხები იშლება და გამოთავისუფლებული ლარვები გადაინაცვლებენ ნაწლავის ხაოებში, სადაც 9 დღემდე რჩებიან. შემდეგ კი იჭრებიან ლორწოვანი გარსის სიღრმეში. მე-18 დღეს, ახალგაზრდა ასკარიდიები გამოდიან ნაწლავის სანათურში. ისინი უკვე ჩამოყალიბებული პარაზიტები არიან.

ფრინველის ორგანიზმში შეჭრიდან სქესმწიფე ინდივიდად ჩამოყალიბებამდე, მათ სჭირდებათ 28-56 დღე. ასკარიდიების სიცოცხლის ხანგრძლივობა 9-14 თვეა.

ეპიზოოტოლოგიური მონაცემები

ძირითადად ავადდებიან წიწილები და მოზარდეული 8-10 თვის ასაკამდე. მოზრდილი ფრინველები პარაზიტმტარებლები არიან. ფრინველის დაინვაზირება შესაძლებელია წელიწადის ყველა დროს, თუმცა უფრო ინტენსიურად – თბილ, ნესტიან სეზონში. დაავადების გავრცელებაზე დიდ გავლენას ახდენს ის, თუ როგორი სისტემით ვინახავთ ფრინველებს. გალიური შენახვის პირობებში, დაინვაზირება პრაქტიკულად გამორიცხულია.

ფრინველის ორგანიზმზე ასკარიდიების პათოგენური მოქმედება გამოიხატება პირველ რიგში ნაწლავის ლორწოვანი გარსისა და ჯირკვლების მექანიკური დაზიანებით. ასკარიდიები აზიანებენ ნაწლავის ხაოებს, რაც განაპირობებს სისხლჩაქცევებს და ანთებითი პროცესების წარმოშობას.

დიდი ოდენობით დაგროვილ ასკარიდიებს, შეუძლიათ ნაწლავის სანათურის დაცობა და ნაწლავის კედლის გასკდომა. დაავადებული ფრინველის ორგანიზმში იშლება ვიტამინური ციკლი, ვითარდება A ჰიპოვიტამინოზი, რაც იწვევს ორგანიზმის საერთო მდგომარეობის დაქვეითებას და დაავადებების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის უნარის დაკარგვას.

კლინიკური ნიშნები

კლინიკური ნიშნების გამოვლენა ხდება ფრინველის დაინვაზირებიდან 7-10 დღის შემდეგ. ფრინველი მოთენთილი და დაუძლურებულია, ნაკლებს მოძრაობს, ფრთებდაშვებული ზის. ხილული ლორწოვანი გარსები და ბიბილო ანემიურია.

შესაძლებელია განვითარდეს ყაბზობა, რომელიც შემდეგ ფაღარათით იცვლება. ნისკარტიდან მოსდის ლორწოვანი გამონადენი. წიწილები ჩამორჩებიან ზრდაში.

პათანატომიური ცვლილებები

პათანატომიური ცვლილებების ნახვა, დაინვაზირებიდან უკვე მე-4, მე-5 დღესაა შესაძლებელი. ნაწლავები გაგანიერებულია, ნაწლავის ლორწოვანი გარსები შეშუპებული, ჰიპერემული, ზოგჯერ სისხლჩაქცევებით. ჩოჩხის კუნთებსა და პარენქიმულ ორგანოებში ატროფიაა, ღვიძლში განვითარებულია შეგუბებითი მოვლენები. ძლიერი დაინვაზირების დროს, შესაძლებელია ნაწლავის კედლის გასკდომა.

ასკარიდიების ნახვა ზოგჯერ კვერცხშიც შეიძლება. სავარაუდოდ, აქ ისინი ხვდებიან მაშინ, როცა ხდება კვერცხის ფორმირება და ასკარიდიები, ამ დროს, ნაწლავიდან კლოაკის გავლით გადაინაცვლებენ კვერცხსავალში.

დიაგნოზი

ფრინველის სიცოცხლეში ისმება კლინიკური ნიშნებისა და კოპროლოგიური გამოკვლევის საფუძველზე.

მკურნალობა

ასკარიდიოზის სამკურნალოდ გამოიყენება პიპერაზინის ჰიდრატი, ან მისი მარილები (სულფატი,ადიპინატი,ფოსფატი), რომელსაც ფრინველებს აძლევენ ჯგუფური მეთოდით, საკვებთან ერთად, დილით, უზმოზე.

ერთჯერადი დოზებია: 2-3 თვის წიწილებისთვისა 0,1 გრამი, მოზარდეულისთვის 4 თვის ასაკიდან და მოზრდილი ფრინველისთვის – 0,25 გრამი ერთ ფრთაზე, ორი დღის განმავლობაში.

ასევე, სამკურნალოდ უნიშნავენ ნილვერმს, დოზით 0,04 გ/კგ -ზე, ერთჯერადად, დანამულ საკვებთან ერთად, რომელსაც უმატებენ რძეს, ხორცის ნახარშს, ან დაკეპილ ბალახს. თავდაპირველად პრეპარატს ხსნიან წყალში, რომლითაც ნამავენ ჩვეულებრივი საკვები ულუფის დოზის ნახევარს.

პროფილაქტიკა და ბრძოლის ღონისძიებები

რეკომენდებულია მოზარდეულის იზოლირებულად გაზრდა. გამოყენებული უნდა იქნას ის ტერიტორია, სადაც წინა წელს არ იმყოფებოდა ასკარიდიოზით დაავადებული ფრინველი.

ასკარიდიოზის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, რეგულარულად უნდა განხორციელდეს ზოგადსანიტარული ღონისძიებები. სადედე გუნდში მოზარდეულის გადაყვანამდე, შენობებსა და სეირანებს გულდასმით ასუფთავებენ და ატარებენ დეზინვაზიას ქსილონაფტის 5%-იანი ხსნარით, ან რომელიმე ანტიჰელმინთური საშუალებით.

ბოლო წლებში ასკარიდიოზთან საბრძოლველად ტარდება ქიმიოპროფილაქტიკაც. ამ მიზნით გამოიყენება ფენოთიაზინი და პიპერაზინი. ფენოთიაზინს აძლევენ ფრინველს ყოველდღიურად, საკვებთან ერთად, 0,2-0,3 გ/კგ. ჯგუფური კვების მეთოდით, 25-35 დღის განმავლობაში. შესაძლებელია ფენოთიაზინისა და პიპერაზინის ნაზავის გამოყენებაც.

წყარო:agrokavkaz.ge

ნიკოტინმჟავას უკმარისობა ფრინველებში, სიმპტომები და მკურნალობა

 

ფრინველი, ნილოტონმჟავა, პპვიტამინი, მკურნალობა

ნიკოტინმჟავას (PP ვიტამინის) უკამრისობით ავადდებიან ძირითადად წიწილები და ჭუკები. დაავადების შემთხვევაში ფრინველებს აღინიშნება ზრდის შენელება, ბუმბულის აბურძგვნა.

საკვებ ულუფაში ნიკოტინმჟავას (PP ვიტამინის) უკმარისობის დროს ფრინველში ირღვევა ცილოვანი, ცხიმოვანი და ნახშირწყლოვანი ცვლის რეგულაცია, იშლება სისხლის წარმოშობა და კანის ნორმალური ტროფიკა.

სადღეღამისო მოთხოვნილება ნიკოტინმჟავაზე საშუალოდ შეადგენს 1კგ საკვებზე: მოზარდეულისთვის _20-40 მგ, მოზრდილი ქათმისა და იხვისათვის_20-25- მგ, ინდაურისათვის_30-50 მგ, ბატისთვის_100 მგ.

სიმპტომები

აღინიშნება ზრდის შენელება, კუჭ-ნაწლავების ტრაქტის ანთება, ბუმბულის აბურძგვნა, ქერცლოვანი დერმატიტი, სპედიფიკურ სიმპტომად ითლვება ენის, პირის ღრუსა და საყლაპავი მილის დასაწყისი ნაწილის ანთებითი ხასიათის დაზიანება, რომელიც ღებულობს მუქ წითელ ფერს (შავი ენა). ბევრ წიწილასა და ჭუკში გვხვდება პეროზისის მსგავსი იოგოვანი აპარატისა და საჭენებელი სახსრის მყესების მოდუნება.

აპტერიოზი

აპტერიოზი ხასიათდება ცუდი შებუმბვლით ან ბუმბულის სრული უქონლობით. დაავადება გვხვდება წყლის ფრინველის მოზარდეულში, ხშირად იხვის ჭუჭულებში.

ეტიოლოგია და პათოგენეზი

ბუმბულის ზრდის პათოლოგიის მიზეზად ითვლება მოვლისა და კვების პირობების დარღვევა: ნოტიო, ვიწრო შენობაში შენახვა, არასაკმარისი განათება. სამ კვირაზე მეტ ხანს ბატარეებიან გალიებში გამოზრდა, საკვებ ულუფაში ამინომჟავების, გოგირდშემცველი ცისტინის, A, D, B, ვიტამინების უკმარობა და სხვა.

აღნიშნული მიზეზების შედეგად ფერხდება ბუმბულის ზრდა და კუდუსუნის ჯირკვლის განვითარება.

სიმპტომები

40-60- დღის ასაკისა და მეტი ხნის იხვის ჭუჭულები ნაწილობრივ ან მთლიანად მოკლებულია ბუმბულს. ემბრიონალური ბუმბული ტყდაბა, ხოლო საფარი არ იზრდება. ჭუჭულების უმრავლესობა ტიტველია, ზოგიერთში მოჩანს ბუმბულის ჩანასახები (ბუმბულის ძირები) კანი ჰიპერემიულია, სიხლჩაქცევებით. შებუმბვლის უქონლობა ხელს უწყობს გაციებისმიერი დაავადებების განვითარებას გაციების ნიადაგზე.

ზოგიერთ ჭუჭულსა და მოზრდილ იხვში შებუმბვლა ხდება ნორმალურად, მაგრამ არ მოქმედებს კუდუსუნის ჯირკვალი. ამის შედეგად ბუმბული რჩება ცხიმწაუსმელი, ფრინვალი სველდება და იძირება (ნორმალურ პირობებში კუდუსუნის ჯირკვალი ჩვეულებრივად ვითარდება და ფუნქციონირებას იწყებს ერთი თვის ასაკში).

მკურნალობა

მკურნალობისათვის ულუფაში შეაქვთ ნიკოტინმჟავათი მდიდარი საკვები: საფუარი, ქატო, სტაფილო, კომბოსტოს ფოთოლი, კარტოფილი, ბალახი და სხვა.

სამკურნალო მიზნით შეიძლება მიეცეს, ერთ ფრთა ფრინველზე 6-12 მგ ნიკოტინმჟავას პრეპარატი, დღე-ღამეში, 7-10 დღის განმავლობაში.

მკურნალობა მდგომარეობს შენახვისა და სრულფასოვანი კვების ნორმალური პირობების შექმნაში. ჭუჭულებს, საჭიროა დაენიშნოს გასეირნება წყალსაცავებში, არა უგვიანეს 25 დღის ასაკისა. წყალთან შეხება ააქტივებს ბუმბულის ზრდასა და კუდუსუნის ჯირკვლის განვითარებას. ტიტველი შეუბუმბლავი ჭუჭულები წყწლსაცავებში გაშვების დროს მე_2-3 კვირაში იფარებიან ბუმბულით.

ბუმბულის ზრდის სტიმულირებისათვის ულუფაში შეაქვთ გოგირდისა და ცისტინის შემცველი საკვები (ბუმბულისა და ჩლიქების გადამუშავების პროდუქტები, კოპტონი, შვრიის ფქვილი); კარგ პროფილაქტიკურ მოქმედებას იჩენს საკვებთან გოგირდის (0,5-1 გ, 1 კგ საკვებზე) და სასმელ წყალთან კალიუმის იოდატის მიცემა (50-80 მგ ერთ ვედრო წყალზე).

წყარო:agrokavkaz.ge

7 Best Parakeets for a First-Time Keepers | Hutch and Cage

ჩიტები ძალიან მგრძნობიარეები არიან და ამიტომ დიდ ყურადღებას ითხოვენ. ამ ინსტრუქციაში თქვენ გაიგებთ, თუ როგორ უნდა მოუაროთ თუთიყუშს უფრო ადვილად.

დაგჭირდებათ: გალია,( თუმცა გააჩნია როგორ მოუვლით და როგორი მეგობრული იქნებით, მე მაგალითისთვის გალიის გარეშე მყავს სახლში და ოჯახის წევრივითაა, ლაპარაკობს და არიშურებს სითბოს ოჯახის წევრებისადმი) საკვების ჯამი, საწყურებელი, და გასართობი სხვადასხვა სახის აქსესუარები.

1 პირველ რიგში დარწმუნდით, რომ ფრინველის საკვები და წყალი არის სუფთა. გაწმინდეთ საკვების და წყლის კონტეინერები ყოველ დღე და შეავსეთ მარაგი ახალი პროდუქტებით.
2 გაასუფთავეთ გალია ყოველ 2-3 დღეში. გაასუფთავეთ სათამაშოებიც (რათქმაუნდა თუ გაქვთ). გაწმინდეთ გალია ექსკრემენტებისგან. გახსოვდეთ, რომ აუცილებელია გამოიყენოთ ფრინველებისთვის არამავნებელი სარეცხი და დეზინფექციის საშუალებები, რომლებიც შეგიძლიათ შეიძინოთ ზოო მაღაზიებში, ვინაიდან სხვა შემთხვევაში შეიძლება დააზიანოთ თქვენი მეგობრის ჯანმრთელობა.
3 მას შემდეგ რაც გალიას გაასუფთავებთ, სათამაშოები სხვადასხვა ადგილას განალაგეთ (გალიაში). თუთიყუშები გამოირჩევიან ინტელექტით და ძალიან მალე ბეზრდებათ როცა არაფერი იცვლება.
4 ავარჯიშეთ თქვენი თუთიყუში. ეცადეთ, რომ მისი გონება იყოს აქტიური. თუთიყუშებისთვის უცნაურია, როდესაც საკვები და წყალი კონტეინერში ხვდებათ, რადგან ბუნებაში ისინი თვითონ მოიპოვებენ ამ ყველაფერს. ეცადეთ ხანდახან მაინც მისცეთ თქვენს თუთიყუშს საშუალება თვითონ მოიპოვოს საკვები. მაგალითად ოთახში დადეთ მისი საკვები მცენარეებთან და გაუშვით ის.
5 ასწავლეთ თუთიყუშს ლაპარაკი. თუთიყუშების უმეტესობა მოგბაძავთ საუბარში, თუმცა თუ თქვენ გინდათ, რომ მან კარგად ისწავლოს ლაპარაკი თქვენ მოგიწევთ უფრო მეტი დროის დათმობა ამ ყველაფრისთვის.
გაუმეორეთ ფრაზები თქვენს თუთიყუშს 10-15 წუთის განმავლობაში ყოველდღიურად როდესაც მას ”ეთამაშებით”.
ვარაუდი გაუწიეთ თქვენს ლაპარაკს სახლში ყოფნის დროს, ვინაიდან თუთიყუში საბოლოოდ იმ ფრაზებს ისწავლის რაც ყველაზე ხშირად ხვდება ყურში.
ეცადეთ, რომ ფრაზები იყოს მოკლე. ზოგადად კარგია თუ ერთი ან ორი სიტყვით შემოიფარგლებით. გირჩევთ დაიწყოთ ფრაზებით როგორებიცაა: ”დილა მშვიდობისა”, ”გამარჯობა მეგობარო” და ასე შემდეგ.
6 არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ თუთიყუშს დამატებით ვიტამინები თუ ვეტერინარი არ დაუნიშნავს.
7 გაითვალისწინეთ გალიის ადგილმდებარეობა და ტემპერატურა. თუთიყუშებს ჭირდებთ განსაკუთრებული გარემო მისი ხასიათის მიხედვით. დადგით გალია იქ სადაც მას შეეძლება ადამიანთან ინტერაქცია. არ დადგათ გალია სამზარეულოში, რადგან საჭმლის მომზადების დროს გამოყოფილი აირები შეიძლება ტოქსიკური იყოს თუთიყუშისთვის. თუ სახლის ტემპერატურა კომფორტულია თქვენთვის მაშინ ის კომფორტული იქნება თქვენი მეგობრისთვისაც მთავარია ის სტაბილური იყოს, ვინაიდან ტემპერატურის ცვალებადობას პირდაპირი გავლენა აქვს ჯანმრთელობაზე.
8 მზად იყავით იმისთვის, რომ თუთიყუში თქვენი მეგობარია მთელი ცხოვრებით, რადგან კვლევები აჩვენებს, რომ მათ შეუძლიათ იცხოვრონ 50, 70 და 100 წელიც კი. თუ თქვენ არ ხართ მზად ამგვარი ხანგრძლივი ურთიერთობისთვის არ ღირს საერთოდ თუთიყუშის სახლში მოყვანა

იმის გამო, თუ რა შეუძლია თუთიყუშის ენას: ფოტო, მიზეზები, მკურნალობა.  კატების, ფუტკრებისა და თუთიყუშების ენა ბიზნესი პირველ ადგილზეა

ტალღოვანისთვის ლაპარაკის სწავლებას ყველა შეძლებს, მთავარია სურვილი და მოთმინება. სწორედ ამიტომ მანამ, სანამ მოიყვანთ თქვენს ფრთოსან მეგობარს, საჭიროა კარგად გაეცნოთ ჩვენს მიერ მოცემულ რჩევებს.
ტალღოვანი თუთიყუში მრავალი ადამიანის საყვარელი ფრინველია. ის მოყავთ სახლში არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ იმისთვის, რომ გამოაცოცხლონ უფროსები. რა თქმა უნდა ყველას უნდა თუთიყუშს ლაპარაკი ასწავლოს, მაგრამ სამწუხაროდ ყველას ეს არ გამოსდის.

მაშ ასე, გავიგოთ როგორ ვასწავლოთ თუთიყუშს ლაპარაკი.

წესი პირველი

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წესია ჩიტის დროზე ყიდვა. როგორც წესი, ეს უნდა იყოს 2.5 – 3 თვის
ბარტყი. ასეთ ასაკში თუთიყუშები ძალიან მალე ეჩვევიან ახალ გარემოს და პატრონს. ყველაზე უკეთესია მამალი ჩიტის აყვანა, იმიტომ, რომ არის აზრი, რომ ისინი დედალზე მალე სწავლობენ ლაპარაკს და ეს მართლაც ასეა.

მაგრამ თუკი მაინც შეეშალა გამყიდველს და მამალის მაგიერ დედალი მოგცათ არ ღირს გულის დაწყვეტა: თუ მას აქვს ლაპარაკის ნიჭი, ის მამალზე ბევრად გამოკვეთილად გამოთქვამს ფრაზებს.

წესი მეორე

მას მერე, რაც ჩიტი აღმოჩნდა თქვენს სახლში, უნდა მისცეთ შეგუების საშუალება. ამიტომ თუთიყუშის გალიას დგამენ მუდმივ ადგილას და რამოდენიმე დღის განმავლობაში გადი-გამოდიან გალიის ახლოს, ჩიტს ელაპარაკებიან. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ხმამაღალი ბგერების გამოთქმა, ან მოულოდნელი მოძრაობები, რადგან ეს დააფრთხობს ფრინველს და მიჩვევის მომენტს და პირველი სიტყვის წარმოთქმის დროს გადაავადებს.

კვერცხმდებელი ქათმის მოვლა-შენახვა საოჯახო მეურნეობაში | Farmer School

ქათმებისთვის კვერცხების დასადებად შედარებით ჰიგიენური საბუდარი მავთულის ბადისგნ მზადდება, მაგრამ ქათმებს რატომღაც, ფიცრის თივაჩაფენილი ყუთები ან მოწნული კალათები მოსწონთ. როგორც სპეციალისტები ამბობენ, თურმე ქათამს ინსტიქტი კარნახობს, ბუდე უცხო თვალისგან შეუმჩნეველ ადგილზე გაიკეთოს, რომ კვერცხები ყოველთვის გადამალული და კარგად დაცული ჰქონდეს. მავთულბადის საბუდარი, სადაც კვერცხი ჩანს ჩანს, დედლებს არ მოსწონთ.

ამიტომ, საბუდარი სასურველია მოეწყოს, მყუდრო, მოფარებულ ადგილზე, დაბალ ყუთში. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მაღალ ყუთზე შეფრენის დროს ფრინველი შეიძლება დაშავდეს ან კვერცხები დაამტვრიოს და დამტვრეული ნაჭუჭისა და გულის აკენკვას მიეჩვიოს.

საბუდარისთვის მოსაწყობად მნიშვნელოვანია იოლად მისადგომი, დაცული ადგილის შერჩევა, რადგან დედალიც მშვიდად იყოს და მომვლელს კვერცხის შეგროვება-გასუფთავება და საფენის გამოცვლა არ გაუჭირდეს. ერთი საბუდარი საშუალოდ სამი დედლისთვის, სამი ინდაურისთვის და ორ იხვის ან ბატისთვის არის საკმარისი. დედლებისათვის მათი რაოდენობის მიუხედავად, საბუდრები შეიძლება ერთ ან ორ იარუსად მოეწყოს. საბუდარი და კვერცხები რომ არ დაისვაროს, საჭიროა ასაფრენი ჯოხების დადება, რომელიც კვერცხდების დასრულების შემდეგ, რაც მთავრდება დღის 4-5 საათზე, უნდა ავიღოთ და საბუდრის შესასვლელი ჩავკეტოთ. დილით კი ის კვლავ საბუდარს უნდა მივაყუდოთ.

საბუდრის გაწმენდა რომ გავიიოლოთ, სასურველია მას ფანერის მოსახსნელი ძირი გაუკეთოთ.

იხვი და ბატი, ქათმისგან განსხვავებით კვერცხის დასადებად ბუდეში მაღლა არ ფრინდება. ისინი უპირატესობას იატაკზე მოწყობილ ბუდეს ანიჭებენ. დიდხანას ფიქრი საჭირო არ არის, როგორ მოუწყოთ მათ ბუდე. უბრალოდ საქათმეში შეგიძლიათ კედლის გასწვრივ ორ რიგად დააწყოთ აგურები, მათ შორის თივა ან ნამჯა ჩაფინოთ და საბუდარიც მზად იქნება. ასეთი საბუდარი გამოდგება ციცრებისათვისაც, რომლებსაც ზოგჯერ კვერცხის დადება პირდაპირ ეზოშიც უყვართ.

საბუდრის სატყუარა

საბუდარში თუ კვერცხ-სატყუარას ჩადებთ, ამით თქვენ ქათმებს უკარნახებთ, სად დადონ კვერცხი. ეს განსაკუთრებით უმამლო მეურნეობაში და ფრინველებისთვის ბინის ან საბუდარის შეცვლის შემთხვევაშია საჭირო. თუ საქათმეში ყოჩაღი მამალია, მაშინ სანერვიულოც აღარაფერია, ის თავის სამფლობელოში იდეალურ წესრიგს დაამყარებს, საბუდარსაც მოუვლის, თივისა თუ ნამჯის უხეშ საგებელსაც მოთელავს, ლამაზად, ჩააღრმავებს, კვერცხები რომ არ მიმოიფანტოს და წვრილ-წვრილი მტაცებლებისგანაც (ვირთხა, კატა, დედოფალა) დაიცავს.

სატყუარა კი მრავალგვარი შეგიძლიათ გააკეთოთ, როგორც თაბაშირისგან, ისე ცარცის ან სხვა მასალისგან. სატყურარა კვერცხის წონა-ზომისა უნდა იყოს, რომელიც ასე კეთდება:

კვერცხი გახვრიტეთ და გამოაცალეთ გული, შიგ კი თხლად გახსნილი თაბაშირის ხსნარი ჩაასხით, შემდეგ გამოაქციეთ და კვლავ ჩაასხით. ეს პროცედურა გაიმეორეთ მანამდე ვიდრე სატყუარა კვერცხის წონისა არ გახდება. ამას მნიშვნელობა აქვს, რადგან, დამერწმუნეთ, ქათმები ქვისა და ნატურალურ კვერცხს ერთმანეთისგან კარგად არჩევენ. ასეთი სატყუარა კი მათ ეჭვს ნაკლებად აღუძრავთ.

კანიბალიზმი ქათმებში | Farmer School

კანიბალიზმი ანუ კორტნა გვხვდება უპირატესად მოზრდილ ქათმებში გაძლიერებული კვერცხდებისა და ბუმბულის ცვენის პერიოდში. აღწერილია კანიბალიზმის შეთხვევები 20-60 დღის ასაკის წიწილებში ღინღლის ბუმბულით შეცვლის პერიოდში.

კანიბალიზმის გამომწვევი მიზეზი სხვადასხვანაირია: ზედმეტი ცილოვანი კვება ან შიმშილი, ულუფის ხშირი მკვეთრი შეცვლა, კალიუმის და მიკროელემენტების (გოგირდის, კობალტის, მანგანუმის, იოდის) უკმარობა, A და D ავიტამინოზები, სასმელი წყლის უკმარობა.

მეურნეობაში მასობრივი კორტნის ყველაზე უფრო უშუალო მიზეზად ითვლება კვერცხწარმომშობი ორგანოების დაავადებების (უნაჭუჭო კვერცხის წარმოქმნა, კვერცხსავალის ანთება და გამოვარდნა, გავრცელება და კლოაკის ანთება შარდმჟავა დიათეზის ნიადაგზე.

კანიბალიზმის განვითარებას ხელს უწყობს სივიწროვე, ტრავმები, თვალის ხანგრძლივი გაღიზიანება, პირდაპირი მზის სხივებით, კანზედა პარაზიტები. რაც შეეხება სიმპტომებს, დასაწყისში გამოჩნდება ცალკეული ფრინველები, რომლებიც კენკავენ კვერცხის ნაჭუჭს, გამოვარდნილ კვერცხსავალის ნაწილებს, კლოაკის გარშემო კანის ანთებულ უბნებზე, ბუმბულის გაცვენის ადგილებს და სხვა. შემდეგ შეიძლება განვითარდეს მასობრივი კორტნა. ფრინველები კორტნიან ერთმანეთს, გლეჯენ და ჭამენ ბუმბულს, კორტნიან თვლაებს, მუცელს.

კანიბალიზმი როგორღაც გადადის ჩვევაში და მისი შეჩერება რიგ შემთხვევაში შეიძლება მხოლოდ ფრინველის გამოწუნებით. ავადმყოფი ფრინველი ხდება, მკვეთრად მცირდება კვერცხმდებლობა და წონის მატება, აღინიშნება დიდი სიკვდილიანობა.ამ დაავადების დროს მამლები როგორც წესი არ კორტნიან დედლებს, თუმცა, თვითონ განიცდიან კორტნას.

მოზარდეული შეყვანილი დაავადებული ფრინველის შესავსებად პირველივე დღეებიდანვე განიცდის კორტნას. მკურნალობისას ყურადღბას აქცევენ ულუფაში ცილის ნორმების სისწორეს არ შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს ულუფა.

საჭიროა მუდმივად კმაყოფილდებოდეს ფრინველი ვიტამინურ-წვნიანი და მინერალური საკვებით. ურჩევენ ულუფაში შეტანილ იქნეს სტაფილო, კომბოსტო, სილოსი, თივის ფქვილი, ბალახი, კოპტონი.

კვერცხის დების პერიოდში პროფილაქტიკური მიზნით მოზრდილ ფრინველს აძლევენ 0,5 – 3 გ თაბაშირს, 0,2 – 0,3 გოგირდს, 2-10 მგ გოგირდმჟავა მანგანუმს ერთ ფრთაზე დღე-ღამეში, მეტიონინს (პროტვინის 0,01 – 0,02 პროცენტს).

 

რამდენი საკვები ქათმის ქათმის საჭიროება დღეში: შეადგინოს ყოველდღიური  რაციონი - მეფრინველეობა - 2021

რდაგავიწყდეთ!!!გარდა მარცვლეულისა,მწვანე მასა აუცილებელია მოზარდი ფრინველისათვის.🐣🐤🐥მასში შედის დიდი ოდენობით პროტეინი და გახლავთ ბუნებრივი,ნატურალური ზრდის ხელშემწყობი (პრემიქსი).

ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის სხეული შედგება წყლისა და მშრალი ნივთიერებებისაგან. მშრალი ნივთიერება იყოფა ორგანულ და მინერალურ ნაწილად. ორგანული ნივთიერება შედგება აზოტშემცველი (პროტეინი) და უაზოტო (ნახშირწყლები და ცხიმები) ნივთიერებებისაგან.

ცილები – ნებისმიერი ცხოველის ორგანიზმის ძირითად შემადგენელ ნაწილად ითვლება პროტეინები (ცილები). ისინი საჭიროა ფრინველის სხეულის ქსოვილის ასაშენებლად.

ორგანიზმში მოხვედრილი ცილები იშლებიან ამინომჟავებად, ამინომჟავები სისხლით გადანაწილდება მთელ ორგანიზმში და ემსახურება საშენ მასალას ფრინველის ორგანიზმისთვის სპეციფიკური ცილის წარმოსაქმნელად. ცილები არის სხვადასხვა საკვებში, ისინი შეიცავენ სხვადასხვა რაოდენობისა და სახის ამინომჟავებს. საკვების ხარისხი განისაზღვრება მასში შეუცვლელი ამინომჟავების შემცველობით და არა, საერთო ცილის რაოდენობით. ამიტომ საკვების ეფექტური გამოყენებისთვის საჭიროა რაციონი დაბალანსებული ამინომჟავებით შევადგინოთ.

ფრინველის ორგანიზმში ამინომჟავების მარაგი არ იქმნება, ამიტომ აუცილებელია ისინი მივცეთ დროულად და საჭირო რაოდენობით.

მცენარეული და ცხოველური ცილები შედგება 20 სხვადასხვა ამინომჟავისგან. მათგან 10 (ლიზინი, მეთიონინი, ტრიფტოფანი, არგინინი, ცისტიდინი, ტრეონინი, ფენილალანინი, ვალინი, ლეიცინი, იზოლეიცინი) შეუცვლელია.

ყველა ამინომჟავიდან პირველხარისხოვნად ითვლება: ლიზინი, ტრიფტოფანი, მეთიონინი და ცესტინი.

ამინომჟავები უზრუნველყოფენ არა მარტო ცილის, არამედ ფერმენტების, ჰორმონების და ბევრი სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების სინთეზს.

ცხოველური წარმოშობის ცილებს (ხაჭო, რძე, ქათმის კვერცხი, მწერები და მათი მატლები) აქვთ ბევრად უფრო მდიდარი ამინომჟავების შემადგენლობა, ვიდრე -მცენარეულს. ამიტომ ფრინველებისათვის აუცილებელია ცხოველური საკვებით კვება. თუმცა, ცხოველური საკვები ძვირადღირებულია. მათ საკვებში მცირე რაოდენობით, 10%-მდე, დანარჩენი პროტეინი ივსება მარცვლოვანი და პარკოსანი მცენარეებით, ან ზოგიერთის – შროტით.

ნახშირწყლები და ცხიმები – ფრინველის ორგანიზმის მთავარი ენერგეტიკული მასალაა, რაც გარდაიქმნება ბიოლოგიურ ენერგიად. ნახშირწყლები გლიკოგენების სახით მარაგად გროვდება ღვიძლსა და კუნთში. ასევე, ცხიმების სახითაც. აუცილებლობის დროს (ავადმყოფობის ან შიმშილის პერიოდი) ისინი გამოიყენებიან ორგანიზმის მიერ ენერგიის შესავსებად.

ცხიმებში შედის ცხიმში ხსნადი ვიტამინებიც, რომლებიც მხოლოდ მათთან ერთად ხვდებიან ორგანიზმში.

ცხიმები დიდი რაოდენობით ენერგიის მატარებელია, ვიდრე ცილები და ნახშირწყლები, ცხიმების ბიოლოგიური ფასეულობა ის არის, რომ ისინი შეიცავენ რიგ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც ორგანიზმში საკმარისი რაოდენობით არ წარმოიქმნება და შეუვსებლად ითვლებიან.

ცხიმები ღებულობენ აქტიურ მონაწილეობას ნივთიერებათა ცვლაში, ზრდიან კვერცხისმდებლობას, შებუმბვლას და უზრუნველყოფენ ხორცის მაღალ ხარისხს. ცხიმის ძირითადი წყაროებია – შროტები, პარკოსნები, სიმინდი, ცხოველური საკვები, მცენარეული და ცხოველური ცხიმები.

მცენარეულ საკვებში ნახშირწყლები წარმოდგენილია სახამებლით, შაქრით, უჯრედანით.

უჯრედანა – მცირე რაოდენობის უჯრედანა ესაჭიროება ნებისმიერი ასაკის ფრინველს, როგორც მექანიკური საშუალება უფრო ღირებული საკვების გადასამუშავებლად.

მინერალური ნივთიერებები – ჯანმრთელი და პროდუქტიული ფრინველი დამოკიდებულია ულუფაში არა მარტო პროტეინის, ცხიმების, ნახშირწყლების რაოდენობაზე, არამედ მინერალურ ნივთიერებათა შეფარდებაზე, რომლებიც ნებისმიერი საკვები ულუფის შემადგენელ ნაწილად ითვლებიან.

ფრინველის ულუფა დაბალანსებული უნდა იყოს მინერალური ნივთიერებებით:

კალციუმი, ფოსფორი, ნატრიუმი და მიკროელემენტებით: მარგანეცი, თუთია, იოდი, რკინა, სპილენძი, კობალტი.

ვიტამინები – ორგანიზმში ყველა ბიოლოგიური რეაქციის კატალიზატორია. ისინი მცირე დოზებით აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ცხოველმოქმედებისთვის. მიკროელემენტების კომპლექსში ვიტამინები ხელს უწყობენ ორგანიზმში აუცილებელ საციცოცხლო პროცესების მიმდინარეობას. მათზეა დამოკიდებული ბიოლოგიური ზრდა, ჯანმრთელობა, პროდუქტიულობა. ვიტამინები აუცილებლად უნდა მოხვდნენ საკვებთან ერთად, რამდენადაც ბევრი მათგანი არ სინთეზირდება ორგანიზმში.

განასხვავებენ ცხიმსა და წყალში ხსნად ვიტამინებს. ცხიმში ხსნადი ვიტამინებია: ვიტამინი A (რეტინოლი), ვიტამინი D (კალციფეროლი), ვიტამინი E (ტოკოფეროლი), ვიტამინი K (ფილლოხინონი).

წყალში ხსნადი ვიტამინებია: ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა), B ჯგუფის ვიტამინები – B1 (ტიამინი), B2 (რიბოფლავინი), B3 (პანტოტენის მჟავა), ნიკოტინამიდი, B6 (პიროდოქსინი ჰიდროქლორიდი), B12 (ციანკობალამინი), ბიოვიტინი, BC (ფოლიევის მჟავა). ფრინველში ვიტამინების მოთხოვნა დამოკიდებულია ასაკზე. მცირე ასაკისას ბევრი სჭირდებათ. ასევე, სტრესული სიტუაციის დროს მათზე მოთხოვნა იზრდება.

ვიტამინი A – არის ზრდისთვის აუცილებელი ნივთიერება, კანის დამცავი ფუნქციის მატარებელი, ინფექციის საწინააღმდეგო და გამრავლებისათვის აუცილებელი. აუმჯობესებს საკვებზე მოთხოვნილებას.

ვიტამინი D – აწესრიგებს ფოსფორისა და კალციუმის ცვლას ორგანიზმში. მისი უკმარისობა იწვევს რაქიტს.

ვიტამინი E – აუცილებელია გამრავლების ფუნქციისთვის. არის ანტიოქსიდანტი.

ვიტამინი K – ხელს უწყობს სისხლში პროთრომბინის სინთეზს, სისხლის შედედებას.

B ჯგუფის ვიტამინები – ზემოქმედებენ ნივთიერებათა შუალედურ ცვლაზე. ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების ცვლის რეაქციებში კატალიზატორები არიან. ისინი ორგანიზმში არ გროვდებიან.

ეს ვიტამინები ფრინველის კუჭში სინთეზირდებიან (წარმოიქმნებიან).

ვიტამინი C – კატალიზატორი ნივთიერებათა ცვლის პროცესში. ფრინველები მას წარმოქმნიან ღვიძლში. ეს ვიტამინი ასევე, უზრუნველყოფს უჯრედის სუნთქვას, ამინომჟავების სინთეზს, აუმჯობესებს რკინის შეთვისებას.

ფრინველის კვება

ნორმირებული კვების ძირითადი ამოცანაა, საკვების რაციონალური გამოყენების გზით მაქსიმალურად უზრუნველყოს ფრინველის გენეტიკური, პოტენციური პროდუქტიულობა, ჯანმრთელობა და განვითარების მაჩვენებელი.

წიწილების გამოზრდა

მაღალი მთის ზონაში ქათმისა და ინდაურისთვის თბილი საფრინველე უნდა მოეწყოს. ტემპერატურა 17 გრადუსზე ნაკლები არ უნდა იყოს. საფრინველეს გარეთ კედლის გასწვრივ მოწყობილი უნდა იყოს საფენი, შემოღობილი სასეირნო მოედნით. კარგია, თუ საფენზე დავყრით ცოტა მარცვალს იმისათვის, რომ ფრინველმა იგი ეძებოს, ქექოს და აქტიურად იმოძრაოს.

წიწილების გამოზრდისას თუ დავიცავთ სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებს, უკეთესია გამოვზარდოთ ღრმა საფენზე. ზამთარში საშუალოდ 1კვ.მ ფართობზე ყრიან 5კგ საფარს (ნახერხი).

თუ მთაში თოვლი დევს და არ შეუძლიათ წიწილებს (ფრინველებს) მოძრაობა (გალიაში ან მცირე შემოღობილშია), სანაშენე პერიოდის დადგომასთან ერთად რაციონში შეაქვთ გაღვივებული მარცვალი, უმატებენ მინერალურ საკვებს.

საკვების დახასიათება

ფრინველისთვის გამოყენებული საკვები იყოფა ჯგუფებად, რომელთაც აქვთ საერთო თვისებები:

ცხოველური წარმოშობის საკვები – ეს არის ხორცი და თევზი, ხორცკომბინატის ნარჩენები, რძე და მისი გადამუშავების პროდუქტები, ლაყე კვერცხი.

მცენარეული წარმოშობის საკვები – წვნიანი საკვები (ბალახები, ძირხვენები) და მარცვლოვანი კონცენტრირებული საკვები, რომლებიც იყოფიან ნახშირწყლებიან (მარცვალი, მარცვლოვნები) და ცილოვან (პარკოსანი მარცვალი) საკვებად.

ასევე იყენებენ დამატებით მინერალურ საკვებს, ვიტამინებს.

კომბინირებული საკვები არის სპეციალური ნარევი, რომელიც გამდიდრებულია სხვადასხვა დამატებებით.

მარცვლოვანი საკვები

მარცვლოვნები ფრინველის რაციონში იკავებს საკვები მასის ძირითად ნაწილს. ისინი შეიცავენ დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს, ასევე ცილებს, ცხიმებს, მინერალურ ნივთიერებებს.

განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი:

სიმინდი – ძირითადი ენერგეტიკული საკვებია. იგი მდიდარია ცხიმით, ვიტამინით E.

ყვითელი სიმინდი შეიცავს კაროტინებს, მაგრამ მისი ცილა ღარიბია ზოგიერთი შეუცვლელი ამინომჟავებით და სიმინდის დიდი რაოდენობით მიცემა იწვევს ფრინველის სუქებას, ამიტომ ქათმის კვერცხდების პერიოდში მისი მიცემა დიდი რაოდენობით სასურველი არ არის. სიმინდი ღარიბია კალციუმით.

6 თვის შენახვის შემდეგ სიმინდს საკვებში ამცირებენ, ან ქათამს დამატებით ვიტამინებს აძლევენ. სიმინდი ფრინველს ეძლევა დაღერღილი ან მთლიანი მარცვლის სახით, რადგან სიმინდში ცილის შემცველობაც მცირეა (დაახლოებით 8,5 – 10%), ამიტომ გარდა სიმინდისა, ფრინველს სხვა საკვებიც უნდა მიეცეს. სიმინდი (დაღერღილის სახით) საკვებში 60%-ს იკავებს.

ხორბალი – შეიცავს უფრო მეტ შეუცვლელ ამინომჟავებს, ვიდრე სიმინდი. მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით და E ვიტამინით. საკვებში ხმარობენ საფურაჟე ხორბალს. იკავებს საერთო საკვები მასის 50%-მდე.

ქერი – კვებითი ღირებულებით ჩამორჩება სიმინდს და ხორბალს. შეიცავს მეტ უჯრედანას. ის კომბინირებულ საკვებში იკავებს მთლიანი მასის 30%-ს. ქერით ფრინველის კვებისას საჭიროა მისი დაღერღვა, მთლიანი მარცვლის მიღება გამოიწვევს ჩიჩახვის გაღიზიანებას. ქერი ღარიბია A ვიტამინით, მდიდარია სახამებლით. A ვიტამინის შესავსებად ქერთან ერთად ფრინველს შეგვიძლია მივცეთ იონჯის ფქვილი.

ქერი წიწილებს დაღერღილი სახით უნდა მივცეთ.

შვრია – კარგია სანაშენო ფრინველისთვის. საკვებში შეიძლება მარცვლოვანი მასის 20%-მდე დამატება. ის ფრინველს უნდა მიეცეს დაღერღილი, კანგაცლილი ან გაცრილი სახით. ძნელი მოსანელებელია. შვრია კარგად მოქმედებს კვერცხმდებლობაზე. შვრიის მარცვალი შეიძლება მოიხარშოს 15 წუთი წყალში, შემდეგ გადაიწუროს, გაცივდეს და გამოშრეს. შვრიის ბურღული შეიძლება მივცეთ ფრიველს ნებისმიერ ასაკში. მასში ბევრი მიკროელემენტია (მარგანეცი, რკინა და სხვა), ასევე, არის B ჯგუფის ვიტამინები. შვრიით კვება კარგია ბუმბულის ზრდისთვის. ამცირებს ფრინველში კანიბალიზმის (ფრინველები ერთმანეთს კორტნიან) წარმოშობის საფრთხეს.

ქატო – ქატო ბევრ მინერალურ ნივთიერებას შეიცავს. თუმცა, მისი ხარისხი დაფქვის წესზეც არის დამოკიდებული. იგი კარგ საკვებად ითვლება როგორც მოზრდილი, ისე მოზარდი ფრინველებისთვის. მასში ბევრია ფოსფორი.

ძირხვენები და ბოლქვოვანები – უჯრედანით და ცხიმებით ღარიბია, შეიცავენ ბევრ წყალს, სახამებელს, შაქარს. კარგად მოქმედებენ კუჭ-ნაწლავის მუშაობაზე. წვნიანი საკვებიდან ფრინველის საკვებად გამოიყენება კარტოფილი, ჭარხალი, სტაფილო.

საკვები ჭარხალი კარგია ზამთარში, როდესაც მწვანე საკვების ნაკლებობაა, შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, ადვილი მოსანელებელია. ჭარხალი ფრინველს ეძლევა მთლიანად ან დაჭრილი, ფრინველი მას კარგად კენკავს. 1000კვ.მ-ზე მოსავალი 300-400 ფრთა ფრინველს ყოფნის.

კარტოფილი – შეიცავს დიდი რაოდენობით სახამებელს, კარგია ზრდასრული ფრინველისთვის. ის კარგად მოქმედებს კუჭის აშლილობის დროს. ძალიან კარგია ინდაური ჭუკების გამოსაზრდელად.

ჭუკები რბილ საკვებს ეტანებიან, კარტოფილი მათ მოხარშული უნდა მიეცეს. ის კარგია ფრინველის გასასუქებლად. ინდაურის, ბატისა და იხვისთვის კარგ საკვებად ითვლება. უნდა მივცეთ ქატოსთან ერთად.

მწვანეული საკვები – იონჯა და სამყურა მდიდარია საყუათო ნივთიერებებით. მათში ბევრია პროტეინი, კალციუმისა და ფოსფორის მარილები. მათი სარგებლობა მაღალია ყვავილობის პერიოდში. უმჯობესია თეთრყვავილოვანი სამყურა. მწვანე საკვები ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.

ფრინველისთვის კარგია მინდვრის ჭინჭარი, ნაცარქათამა, ჯიჯილაყა, მატიტელა და სხვა. ეს მცენარეები მდიდარია პროტეინით, ვიტამინებით, კალციუმით, ფოსფორით, რკინის მარილებით. ინდაურისთვის მცენარეული საკვები შეუცვლელია. ფრინველს ეს საკვები შეგვიძლია მივცეთ 4-5 თვემდე, ფქვილთან ერთად. საკვებად შეგვიძლია გამოვიყენოთ თუთის, აკაციის ხის, სოიოსა და ლობიოს ფოთლები. მათ კარგად ჭამენ ინდაურები, ბატები, იხვები.

საკვებად გამოიყენება ტყის მცენარის ნაყოფიც (წიფლის ნაყოფი, რკო და ა.შ.), უმჯობესია ისინი კანგაცლილი მივცეთ ფრინველს.

გამხმარი იონჯისა და ჭინჭრის ფქვილი შეიძლება გამოვიყენოთ ზამთარში. ისინი მწვანე საკვებს შეგვიცვლიან. მათში ბევრია ცილა, ვიტამინები, მინერალური მარილები, რაც კარგად მოქმედებს კვერცხისმდებლობასა და მოზარდის განვითარებაზე.

ცხოველური საკვები – მდიდარია სრულფასოვანი ცილებით, ვიტამინებით, მინერალებით. ფრინველის ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელია ცხოველური საკვები. საკარმიდამო ნაკვეთში ფრინველი თავად პოულობს ცხოველურ საკვებს (მწერები, ჭიაღუები, ლოკოკინები და სხვა).

ფრინველისთვის საკვებად გამოიყენება რძის წარმოების პროდუქტები: მოხდილი რძე, ხაჭო, დო, მაწონი, შრატი. ისინი საკვებად განსაკუთრებით კარგია, პირველი თვის განმავლობაში.

მინერალური საკვები – ფრინველი სხვა საყუათო საკვებთან ერთად საჭიროებს მინერალურ საკვებსაც. ფრინველისათვის აუცილებელი მინერალური საკვებია: კალციუმი, ფოსფორი, ნატრიუმი და ქლორი. ფრინველს სწრაფი ზრდისთვის ეს ნივთიერებები უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე ისინი საკვებშია წარმოდგენილი. მინერალური საკვების ნაკლებობისას ძვლები სუსტად ვითარდება.

ფრინველს აძლევენ ჩამქრალ კირს (მიიღება კირსა და ცარცზე დიდი რაოდენობით წყლის დასხმისას, შემდეგ აშრობენ).

ძვლის ფქვილი – მზადდება ნარჩენი ძვლებისგან. ნიჟარები ფრინველისთვის საუკეთესო საკვებია. უნდა მივცეთ დაღერღილი სახით.

საუკეთესო მინერალური საკვებია კვერცხის ნაჭუჭი. ის უმჯობესია მივცეთ მოზარდს. მცენარეული საკვები ღარიბია ნატრიუმითა და ქლორით, ამიტომ ფრინველის ულუფაში აუცილებელია მარილის მიცემა, რომელიც ორივე მინერალს შეიცავს. საჭმელი მარილი უნდა იყოს დღიური ულუფის 0,4-0,5%. თანაბარი გადანაწილების მიზნით ის წყალში გავხსნათ და ისე შევურიოთ საკვებში.

დავიმახსოვროთ!

მარილი დოზით – 5,5გრ/კგ ცოცხალ წონაზე ქათმისთვის მომწამვლელი დოზაა. ფრინველისთვის კარგია ხის ნახშირი 1%-ის ოდენობით.

კვების რეჟიმი

მოზრდილ ქათმებს საკვები უნდა მივცეთ დღეში 2-ჯერ. ზამთარში აუცილებელია მარცვალი მივცეთ საღამოს, რათა ფრინველმა ის ნელა გადაამუშაოს.

ფრინველის კვების ძირითადი ჰიგიენური წესები შემდეგია:

მარცვალი მშრალი სახით მივცეთ, სხვა საკვებთან ერთად არ არის რეკომენდებული, რადგან ქათმები ირჩევენ მათ ნარევიდან და ნარჩენ საკვებს ტოვებენ;
საკვები ახალი უნდა იყოს;
როდესაც ფრინველს ვკვებავთ მოხარშული, რბილი საკებით, ის უნდა იყოს გარეცხილი და გაწმენდილი ნარჩენებისაგან;
უმჯობესია რბილი საკვები (ფქვილის ნარევი, მოხარშული კარტოფილი, საკვები ჭარხალი) მივცეთ დილით, საღამოს – მარცვლეული;
კარგი იქნება თუ რბილ საკვებს დავამატებთ მინერალურ საკვებს (ნაჭუჭი, ნიჟარა, ცარცი და ა.შ.);
სასურველია, თუ საფრინველეს ახლოს გვექნება სპეციალური ყუთები წვრილი ქვიშითა და სილით;
მწვანე საკვებისთვის საკვებურად უნდა გავაკეთოთ უჯრებიანი ყუთი, რათა ფრინველს გაუადვილდეს საკვების აკენკვა;
ცხოველური საკვები, რომელსაც არ გაუვლია თერმული დამუშავება, კვების წინ აუცილებლად უნდა მოვხარშოთ.
მსხვილი ძირხვენები ფრინველის ბუდესთან შეიძლება მიმაგრდეს ლურსმნით;
ფრინველის ერთ-ერთ ბიოლოგიურ თვისებად ითვლება საკუთარი ნაკელის კენკვა (დღეში 1,5გრ), ამიტომ კარგი იქნება, თუ ნაკელი შეერევა ქვეშსაფენთან (ტორფი, ნამჯა, ჩალა).

닭이 아프는 것. 닭 질병. 아픈 층의 치료는 다음을 사용하여 수행됩니다.

ფრინველის ყვავილი წარმოადგენს საკმაოდ გავცელებულ ვირუსულ დაავადებას, იგი მიეკუთვნება Avipoxvirus-ს სახეობას და როგორც წესი თან სდევს კონიუქტივიტი (თვალის ლორწოვანი გარსის ანთება), ასევე სხვადასხვა სახის და ზომის გამონაყარი კანზე და ლორწოვან გარსებზე.

დაავადების გამოვლინების რამდენიმე სახეა:

კანის ფორმა – აღნიშნული ითვლება მარტივად მიმდინარე ფორმად და არ აზიანებს ფრინველების მთლიან სულადობას. იგი აზიანებს ფრინველის შეუბუმბლავ ადგილებს (საყურეები, ბიბილო, ნისკარტს და თვალების გარშემო არეალს),  წარმოიქმნება წამონაზარდები, რომლებიც მოგვაგონებს მეჭეჭებს. როგორც წესი, დაავადება მკურნალობის შედეგად ქრება 5-6 კვირის განმავლობაში. გარდა ამისა, კანის ფორმა ლოკალიზდება მხოლოდ თავის მიმდებარე ტერიტორიაზე. სიკვდილიანობა ამ დაავადების ფორმის დროს არ აღემატება სრული სულადობის 8%-ს.

ყვავილის დიფტერიული ფორმა – ხასიათდება, როგორც მძიმე მიმდინარეობა, რომლის დროსაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი 50%-ზე მაღალია.

სიმპტომები:

  • პირის ღრუს, მომნელებელი სისტემის, საყლაპავი მილის და ტრაქეის წყლულები;
  • მძიმე სუნთქვა, რომელსაც თან სდევს სტვენა;
  • ხველება, ცემინება;
  • ფრინველი მუდმივად წევს კისერს წინ;
  • მადის დაკარგვა;
  • რინიტი და ყვითელი გამონადენი ნისკარტში;
  • თვალების გარშემო ჩირქოვანი გამონაზარდი;
  • ქუთუთოს შეშუპება, სინათლის შიში;
  • დიდი რაოდენობით ცრემლის გამოყოფა.

 

არაკეთილსაიმედო პირობების დროს ფრინველის სიკვდილიანობა აღწევს 70%-ს. დიდ ზეგავლენას ახდენს შემდეგი ფაქტორებიც – ფრინველის ასაკი, კვების ხარისხი.

შერეული ფორმა – ამ მიმდინარეობის დროს ვლინდება, როგორც კანის ფორმის სიმპტომები, ასევე დიფტერიული მიმდინარეობის სიმპტომებიც. პათოლოგიური ცვლილებები მიმდინარეობს არამხოლოდ თავის მიდამოში, არამედ ლორწოვან ქსოვილებშიც. სიკვდილიანობა ამ მიმდინარეობის დროს მერყეობს 30 დან 50%-მდე.

 ყვავილის აღმძვრელი შეიძლება მოხვდეს ფერმაში გარემოდან და ასევე საფრინველეში არსებული მიკროფლორიდან, რომელსაც ცუდად ან საერთოდ არ ჩაუტარდა დეზინფექცია. დაავადების ძირითადი აღმძვრელია დაავადებული და დაავადებამოხდილი ფრინველი. ყვავილის გავრცელება შეიძლება მოხდეს შემდეგი გზებით:

  • ჯანმრთელი და დაავადებული ფრინველების პირდაპირი კონტაქტით;
  • დაბინძურებული ინვენტარიდან;
  • გარეული ფრინველისგან და მღრღნელებისგან, რომლებიც ხშირად არიან დაავადების გადამტანები;
  • მწერების მეშვეობით (ტკიპა, კოღო);
  • აღმძვრელით დაბინძურებული სკორეთი, წყლიდან, საკვებიდან, ბუმბულიდან და ა.შ. ასევე შესაძლებელია დაავადების გადატანა მოვლა-შენახვის ნივთებიდან და მუშა პერსონალის ტანსაცმელიდან;
  • ყვავილის აღმძვრელი ასევე ხვდება ორგანიზმში ჭრილობებიდან.

პროფილაქტიკა და მკურნალობა

  • სწორად და დროულად ჩაატარეთ ვაქცინაცია, როგორც ახალგაზრდა ასევე ზრდასრული ფრინველის;
  • დაიცავით ბიოუსაფრთხოების მაღალი ზომები;
  • რეგულარულად ჩაატარეთ დეზინფექცია და დერატიზაცია საფრინველეში;
  • დაიცავით სისუფთავე საფრინველეში.

 უნდა აღვნიშნოთ, რომ დაავადებასთან ბრძოლა, სიმპტომების გამოვლინების შემდეგ ღირს მხოლოდ დაწყებით ეტაპზე. ამ დროს დაავადებული ფრინველის ხორცი არ მოიხმარება საკვებად, ხოლო კვერცხი არ გამოიყენება საინკუბაციოდ.

ფერმაში დაავადებული ფრინველის არსებობის შემთხვევაში, დაავადებული ფრინველი ექვემდებარება დაკვლას, ხოლო დარჩენილი ჯანმრთელი სულადობა ვაქცინაციას.

 

მწვავედ მიმდინარე დაავადების დროს, ფრინველის პათ-ანატომიური გაკვეთა გვიჩვენებს – სრულ გაუძლურებას და გამოფიტვას, ნაღვლის ბუშტის ზომაში გადიდებას, ფილტვების შეშუპებას, ყვითელი ნადები ღვიძლზე, ეპიკარდიტი და სეროზულ გარსებზე წერტილოვანი სისხლჩაქცევები.

წყარო:farmerschool.ge

ფრინველის რესპირატორული მიკოპლაზმოზი | Farmer School

ფრინველის რესპირატორული მიკოპლაზმოზი – ცხოველების ეს დაავადება მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ აღიარა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფრინველების დაავადება დედამიწაზე.

  ამ გადაწყვეტილების მიღება განაპირობა დაავადების მაღალ კონტაგიოზურობამ (გადადებამ) და დაავადების სწრაფმა გავრცელებამ, რომელიც იწვევს ფრინველის მასიურ სიკვდილსა და პროდუქტიულობის დაკარგვას.

მიკოპლაზმა აზიანებს ლორწოვან გარსებს, მათში მრავლდება და ვრცელდება ორგანიზმის ყველა ქსოვილში. პირველად დაავადების ნიშნები ვლინდება 3-6 კვირის ასაკში.

  დაავადების გადამტანი გზები

  • ტრანსოვარიული;
  • (დაავადებული ფრინველისგან კვერცხში გადატანით)
  • დაავადება გადადის საინკუბაციო კვერცხზე;
  • აირ-წვეთოვანი გზით;
  • წყლიდან, საკვებიდან;
  • მოვლა-შენახვის ნივთებიდან და ა.შ.

დაავადების აღმძვრელები

  • დაავადებული და დაავადებამოხდილი ფრინველი;
  • ფრინველი ინკუბაციურ პერიოდში;

დაავადების სიმპტომები

  • ზრდაში ჩამორჩენა
  • მადის დაკარგვა
  • ხველება
  • გაძლიერებული სუნთქვა
  • თვალების შეწითლება
  • ყვითელი ან მწვანე ფერის სკორე
  • ცემინება, ნისკარტიდან ლორწოვანი გამონადენი
  • სინუსიტი (ზედა სასუნთქი გზების დაავადება)
  • კონიუქტივიტი (თვალების ლორწოვანი გარსის ანთება)
  • სისუსტე
  • საინკუბაციო კვერცხის ხარისხის გაფუჭება
  • მიკოპლაზმა სინოვია აზიანებს სახსრებს. ფრინველის ფეხები დეფორმირდება, ეშვება ფრთები, მოძრაობა ურთულდებათ.

წიწილა შეიძლება დასნებოვნდეს დაავადებული მშობლისგან ან გამოჩეკვის შემდეგ აირ-წვეთოვანი გზით. დაავადება ვითარდება ნელა – ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 3 კვირამდე. პირველი სიმპტომები ვითარდება წიწილებში 20-45 დღის ასაკში

2-4 კვირის განმავლობაში დაავადებული ფრინველების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს 10-15%-დან – 100%-მდე, მიკოპლაზმოზი მოკლედ პერიოდში ეფინება მთელ გუნდს. დაავადება მოხდილი ფრინველები დიდი დროის განმავლობაში რჩებიან ინფექციის აღმძვრელები და გამოყოფენ მიკოპლაზმას გარემოში, ხოლო მათი კვერცხის ინკუბაციის შემთხვევაში დაავადება გადაეცემა წიწილას და ვრცელდება სხვა მეურნეობებშიც. დაავადებას ახასიათებს ქრონიკული მიმდინარეობა და ის დამოკიდებულია მოვლა-შენახვის ფაქტორებზე, კვებაზე და დაავადებების მიმართ საერთო გამძლეობაზე.

დაავადების აღმძვრელი, კარგ პირობებში სწრაფად მრავლდება და სისხლთან ერთად ვრცელდება მთელ ორგანიზმში, რაც იწვევს ზოგად   ინტოქსიკაციას(მოწამვლას).

დაავადების გაჩენას ხელს უწყობს:

  • გარემო ტემპერატურის სწრაფი შეცვლა;
  • კვების უკმარისობა;
  • ტემპერატურის, ვენტილაციის რეჟიმების დარღვევა საფრინველეში;
  • დიდი რაოდენობით მტვრის არსებობა ჰარში; გაზები, ამიაკი და ა.შ;
  • იმუნიტეტის დაქვეითება;
  • სტრესს ფაქტორები;

მკურნალობა და პროფილაქტიკა

პროფილაქტიკური სამსახური ითვალისწინებს:

  • კარგი ვენტილაციის უზრუნველყოფას საფრინველეში
  • ქვეშსაგების კარგი დეზინფექცია
  • შენობის კარგი დეზინფექცია
  • ფრინველისთვის კარგი საკვების მიწოდება
  • ფრინველის დროული უზრუნველყოფა სუფთა წყლით ან რეგულარული წყლის შეცვლა საფრინველეში.

საფრინველეში დაავადების გაჩენის შემთხვევაში გამოიყენება ანტიბიოტიკოთერაპია. მკურნალობა უნდა მოიცავდეს კომპლექსურ კურსს

წყარო:farmerschool.ge

კოლიბაქტერიოზი ქათმებში | Farmer School

კოლიბაქტერიოზი მიეკუთვნება საშიშ ბაქტერიულ დაავადებებს, რომელიც კოლოსალურ ზიანს აყენებს მეფრინველეობას. ამიტომაც აუცილებელია ფრინველის სწორი მოვლა და დაავადებების სწორი და სწრაფი ლიკვიდაცია.

 დაავადების პირველ ეტაპზე სიმპტომები პრაქტიკულად არ ჩანს, მაგრამ დროთა განმავლობაში კოლიბაქტერიოზის აღმძვრელი აზიანებს ფრინველის პრაქტიკულად ყველა შინაგან ორგანოს და იწვევს მის სიკვდილს.

რა არის კოლიბაქტერიოზი?

კოლიბაქტერიოზი არის ინფექციური დაავადება, რომლის აღმძვრელია ნაწლავის ჩხირი Escherichia coli, რომელიც დიდი რაოდენობითაა ფრინველის სკორეში.

 ესეთი დაავადება, როგორიცაა კოლიბაქტერიოზი ფრინველში ჩნდება საკმაოდ ხშირად. დაავადების აღმძვრელი შეიძლება იმყოფებოდეს – საკვებში, ნიადაგში, დაბინძურებულ ინვენტარში და მოვლა-შენახვის ხელსაწყოებში.

ფრინველის დასნებოვნება შესაძლებელია სხვადასხვა გზებით:

  • დაბინძურებული საკვები – საკვები შეიძლება იყოს დასვრილი აღნიშნული ნაწლავის ჩხირით, რომელიც იწვევს დაავადებას.
  • აირ-წვეთოვანი გზით – ასეთი გზით ჯერ ავადდება ერთი ფრინველი, რის შემდეგ ავადდებიან დანარჩენები. ზუსტად ეს არის დიდი პრობლემა, რადგან ამ დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს ეპიდემია. მითუმეტეს, როდესაც დაავადებას თავდაპირველად არ ახასიათებს მკაფიო სიმპტომები, და ნაწლავის ჩხირი ასწრებს ორგანიზმში მომწიფებას.
  • ინფიცირება ფეკალით – კვერცხზე დაავადების აღმძვრელის მოხვედრა ხდება ფეკალიდან, რის შედეგად ფრინველი ავადდება ჩანასახშივე. ამ გზით ფრინველი დაინფიცირებული იქნება კოლიბაქტერიოზით მის გამოჩეკვამდე.

მიუხედავად ამისა, რა გზით იყო დაინფიცირებული ფრინველი, ძირითადი დაავადების აღმძვრელი არის ანტისანიტარია საფრინველეში, რაც ითვალისწინებს საფრინველის დასუფთავების არ არსებობას.  სისუფთავის შენარჩუნება არის კოლიბაქტერიოზის პროფილაქტიკის ძირითადი გზა.

 

კოლიბაქტერიოზის სიმპტომები:

ყველაზე მნიშვნელოვანია შეგვეძლოს დაავადების სწორი და სწრაფი იდენტიფიცირება, ეს მოგვცემს იმის საშუალებას რომ დროულად ვუმკურნალოთ ფრინველს და დავიცვათ გუნდი სიკვდილიანობისგან. ზრდასრულ ფრინველში კოლიბაქტერიოზი ძირითადად ვლინდება ქრონიკულ ფორმაში, ხოლო ახალგაზრდაში – მწვავე ფორმაში.

საერთო სიმპტომები ასეთია:

  • ფრინველი უარს ამბობს საკვებზე და სვავს დიდი რაოდენობით წყალს;
  • ფრინველს ულურჯდება ნისკარტი;
  • დიარეა;
  • კლოაკა მუდმივად დასვრილია სკორეთი;
  • პათ-ანატომიური გაკვეთა გვიჩვენებს გულის ქსოვილის შეცვლას (პერიკარდიტი), ღვიძლის დაზიანება (მწვანე ფერის ღვიძლი), თვალის გარშემო ქსოვილების შესიება (შესიებული თავის სინდრომი), სასუნთქი გზების დაზიანება. გაკვეთისას შეგვიძლია ვნახოთ მოყვითალო-მოთეთრო ხაჭოსებრი ნადები გულზე, ფილტვებზე, ნაწლავებზე და ა.შ.

მკურნალობა და პროფილაქტიკა:

მთავარია სანიტარიული ნორმების და ბიოუსაფრთხოების დაცვა!

  • შეინახეთ სისუფთავე საფრინველეში;
  • რეგულარულად ჩაატარეთ ხარისხიანი დეზინფექცია და დერატიზაცია;
  • უზრუნველყავით ფრინველი სუფთა ჰაერით;
  • კოლიბაქტერიოზის პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენეთ ორგანული მჟავეები, რადგან ნაწლავებში მაღალი მჟავიანობა, არ აძლებს პათოგენური ბაქტერიას არსებობის და გამრავლების საშუალებას;
  • სიმპტომების არსებობის შემთხვევაში გამოიყენეთ ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები;
  • ჩაუტარეთ საინკუბაციო კვერცხს დეზინფექცია ფორმალდეჰიდით.
  • წყარო:farmerschool.ge

ფრინველის ასციტი (მუცლის ღრუს წყალმანკი) | Farmer School

ყველა ფერმერმა უნდა შეისწავლოს ასციტის დაავადების ადრეულ სტადიებში ამოცნობა, რადგან შეძლოს წარმატებული მკურნალობის ჩატარება, სხვა შემთხვევაში ფრინველის ბედი შეიძლება დასრულდეს ლეტალურად. მნიშვნელოვანია პროფილაქტიკა ამ დაავადების წინააღმდეგ. ფრინველის გამოზრდის დროს ფერმერი ხშირად ხვდება ამ პრობლემებს, განსაკუთრებით გამოზრდის ციკლის ბოლო ეტაპზე.

რა არის ასციტი?

 

 ასციტი – ეს არის დაავადება. რომლის დროსაც მუცლის ღრუში გროვდება დიდი რაოდენობით სითხე. ასციტი აზიანებს ყველა ასაკის ფრინველს, იქნება ის მეხორცეული, თუ მეკვერცხული მიმართულების.

 დაავადების მკურნალობამდე უნდა ვიცოდეთ, თუ რა არის ამ დაავადების გამომწვევი. არსებობს მუცლის ღრუში სითხის დაგროვების რამდენიმე მიზეზი:

  • ორგანიზმში წყლისა და მარილების მიმოცვლის ბალანსის დარღვევა;
  • ინფექციური დაავადებები – კოლიბაქტერიოზი, სალმონელოზი და ა.შ.;
  • გულის მუშაობის დარღვევა;
  • ავიტამინოზი;
  • ინტოქსიკაცია;
  • კუჭის გაუვალობა;
  • მარილების მაღალი შემცველობა წყალში;
  • განათების მაღალი ხანგრძლივობა;
  • ღვიძლისა და თირკმელების მუშაობის დარღვევა;
  • ცილის უკმარისობა;
  • არაკონტროლირებადი (ექსტრემალურად სწრაფი) გასუქება.

 ბროილერის წიწილებში ასციტი ჩნდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჩამოუყალიბლობის გამო. წიწილის კუჭი გამოყოფს არასაკმარისი რაოდენობის მჟავას, რის გამოც საკვების მონელება და გადამუშავება არ ხდება სრულფასოვნად. ამის შემდეგ საკვები ხვდება ნაწლავებში, ნაწლავებში ცუდად გადამუშავებული საკვები იჭედება, რაც იწვევს პათოლოგიური მიკროფლორის გაჩენას.

პირველი რასაც უნდა მიექცეს ყურადღებას ეს არის – უმოძრაობა. ფრინველი არ დგება ფეხზე ან უჭირს გადაადგილება  

 მიკრობები გამოყოფენ ტოქსინებს, რომლებიც წამლავენ შინაგან ორგანოებს. უარესდება ღვიძლის მუშაობა, რომელიც ვეღარ ახერხებს შხამების გაფილტვრას, ამასობაში გულის რითმი ნელდება. ღვიძლი ვერ ახერხებს ნორმალურ ფუნქციონირებას – ვერ ხერხდება შარდის სწრაფი ფილტრაცია. ეს ყველაფერი იწვევს ვენურ დაბინძურებას და მათ გაჭედვას, სითხე კი თანდათან გამოდის კაპილარების კედლებიდან და გროვდება მუცელში.  

სიმპტომები

 ბროილერის დათვალიერების დროს შესამჩნევია მუცლის ღრუს რამდენჯერმე გადიდება. შეხებისას მუცელი გამაგრებულია, კანი კი დაჭიმული. თითის წვერების დაჭერისას მუცელში მარტივად საგრძნობია სითხის თავისუფალი მოძრაობა, ამავდროულად ფრინველში არ შეიმჩნევა ტკივილი.

 

პროფილაქტიკა და ბრძოლის ღონისძიებები

 დაავადებულ ფრინველში ჟანგბადის უკმარისობის გამო ლურჯდება ბიბილო. სითხის დიდი რაოდენობა აწვება ფილტვებს, ამის გამო ფრინველი ვერ ახდენს გამართულ სუნთქვას და ორგანიზმში იწყება ჟანგბადის დეფიციტი.

თვალსაჩინო სიმპტომების გამომჟღავნების შემთხვევაში შედეგი შეიძლება მოგვცეს შარდმდენმა საშუალებებმა.

 დაავადების პროფილაქტიკისთვის საკვებთან ერთად გამოყენებული უნდა იყოს დასამჟავებელი და პრობიოტიკები.  ორგანული მჟავეების მარილები ასტიმულირებენ კუჭ-ნაწლავს და ხელს უშლიან პათოლოგიური მიკროფლორის გამრავლებას, ამავდროულად კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მრავლდება საჭირო ბაქტერიები და შედეგად ვიღებთ:

  • სოკოვანი ინფექციის განადგურებას;
  • კუჭის პერისტალტიკის გაძლიერებას;
  • ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებების გამოდევნას, (მათ შორის მძიმე მეტალების);
  • სისხლში კვებითი ღირებულების ნივთიერებების შეწოვის გაძლიერებას.

ასციტი სახორცე ჯიშის ქათმების ჩნდება არა დაბალანსებული კვების ან ინფექციური დაავადებების გადატანის შემდეგ. მკურნალობის ყველა მეთოდს გააჩნია მხოლოდ დროებითი ეფექტი. ფრინველისთვის ჯანმრთელობის სრულად დაბრუნება ასციტის შემდგომ შეუძლებელია.

წყარო: farmerschool.ge

მარეკის დაავადება | Farmer School

მარეკის დაავადებას დროის მცირე მონაკვეთში შეუძლია სრულად გაწყვიტოს საფრინველეში არსებული ფრინველი. აირ-წვეთოვანი გზით გადამდები ვირუსული დაავადების თავიდან აცილება შეგვიძლია წიწილის დროული ვაქცინაციით, თუმცა ვაქცინაცია მაინც ვერ გვიცავს დაავადებისგან 100%-ით.

 აღნიშნული ვირუსული დაავადება მიმდინარეობს მწვავე და ქრონიკულ ფორმებში. ძირითად შემთხვევაში დარტყმის ქვეშ ექცევა შინაგანი ორგანოები, ასევე პერიფერიული ნერვული სისტემა.

 მარეკის დაავადების აღმძვრელია ჰერპეს ვირუსი, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში შეუძლია გარემოში არსებობა.

 დაავადება გადაეცემა აირ-წვეთოვანი გზით, ასევე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მეშვეობით. იშვიათ შემთხვევაში დაავადება გადაეცემა დაავადებული კვერცხის კენკვით.

 დაავადება მიმდინარეობს ორი ფორმით: მწვავე და ქრონიკული. თუმცა ახასიათებს სამი სხვადასხვა სახე:

  • ნერვული – აზიანებს ფრინველის ნერვულ სისტემას, თან ახლავს გაშეშება და პარეზი;
  • ოკულარული –  აზიანებს ფრინველის თვალებს, სრულ დაბრმავებამდე;
  • ვისცერალური – შინაგან ორგანოებზე ჩნდება წამონაზარდები.

ვირუსი დიდი სისწრაფით ვრცელდება საფრინველეში, ვრცელდება საკვებიდან, მტვერიდან, ბუმბულიდან. დაავადების აქტიურ გადამტანად ითვლება მწერები: ხოჭოები, ბუზები, ტკიპები. დასნებოვნების შემდეგ ფრინველი თავს გრძნობს კარგად, მაგრამ აქტიურად გამოყოფს ვირუსს 7 დღის განმავლობაში. პირველი სიმპტომები ჩნდება 4-5 კვირის შემდეგ. დაავადების სიმპტომების გამომჟღავნების შემდეგ ლეტალობა აღწევს 85-90%-ს.

 

ღვიძლი

ძლიერი იმუნიტეტის შემთხვევაში ქათამი შეიძლება იყოს დაავადების გადამტანი 16-24 თვის განმავლობაში.

ამ დროს ვირუსის გამავრცელებელს არ შეემჩნევა დაავადების სიმპტომები.

  1. დაავადების მწვავე მიმდინარეობა აზიანებს საფრინველეში სრულ სულადობას 7-14 დრის განმავლობაში, მას თან სდევს პროდუქტიულობის დაქვეითება, შინაგან ორგანოებზე წამონაზარდების წარმოქმნა. ლეტალობა აღწევს 100%-ს. მწვავე მიმდინარეობისას შეიმჩნევა შემდეგი სიმპტომები:
  2. მომნელებელი სისტემის დაზიანება;
  3. მადის დაკარგვა და წონაში კლება;
  4. ზოგადი დათრგუნული მდგომარეობა;
  5. გაშეშება და პარეზები ცალკეულ, დასუსტებული იმუნიტეტის მქონე ინდივიდებში.
  • დაავადების ქრონიკული მიმდინარეობისას ლეტალობა არ აღემატება 30%-ს. დაავადება აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას და თვალებს.  ქრონიკული მიმდინარეობის სიმპტომებია:
  • კოჭლობა;
  • ფრთებისა და კუდის ჩამოშვება;
  • კისრის გადაგრეხა;
  • ცალკეული ინდივიდების გაშეშება;
  • მხედველობის დაზიანება. გუგა ვიწროვდება ან იღებს მსხლის ფორმას. ქრება სინათლეზე რეაქცია. დაავადებისთვის დამახასიათებელია მხოლოდ ერთი თვალის დაზიანება.

დაავადების მიმდინარეობაზე და გამოვლინებაზე მოქმედებს შემდეგი ფაქტორები:

  • ვირუსის შტამი;
  • ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსის რაოდენობა;
  • დედისეული ანტისხეულების არსებობა ფრინველის ორგანიზმში;
  • ფრინველის ასაკი;
  • იმუნიტეტის მდგომარეობა.

ბრძოლის ღონისძიებები და მკურნალობა:

მარეკის დაავადების წინააღმდეგ სპეციფიკური მკურნალობა ამ დროისთვის შემუშავებული არ არის. ძირითად მეთოდს წარმოადგენს დროულად და სწორედ ჩატარებული ვაქცინაცია. ასაკიან ფრინველში შესაძლოა ვირუსის წინააღმდეგ პროფილაქტიკური თერაპიის ჩატარება.

 

ჯანმეთელი ფრინველის თვალი დაავადებული ფრინველის თვალი

მნიშნველოვანია

  • ბიოუსაფრთხოების მაღალი დონე;
  • სისუფთავის შენარჩუნება საფრინველეში;
  • ხარისხიანი დეზინფექცია, დერატიზაცია;
  • დაუშვებელია სხვადასხვა ასაკის ფრინველის ერთმანეთში შერევა;
  • ფრინველის იმუნიტეტის ამაღლება (ვიტამინოთერაპია).
  • წყარო: farmerschool.ge

Гамбороугх птичја болест - Опште информације - 2021

ინფექციური ბურსიტი, ანუ გამბორო – მწვავედ მიმდინარე ქათმის ვირუსული დაავადებაა. ამთვისებელია ნებისმიერი ასაკისა და ჯიშის ფრინველი, მაგრამ განსაკუთრებით მგრძნობიარე არიან ბროილერები 2-11 კვირის ასაკში.

დაავადება ახდენს დიდ ეკონომიკურ ზარალს. სიკვდილიანობა აღწევს 10-20% და ხანდახან აღწევს 50%-საც. დაავადების გამო ხდება დიდი რაოდენობით ფრინველის გამოწუნება. დაავადება ხასიათდება კუნთოვან ქსოვილზე  სისხლჩაქცევებით და ფრინველის გამოფიტვით.

 დაავადება გამბორო, პირველ რიგში ასუსტებს ფრინველის იმუნიტეტს, რაც წარმოადგენს მეორეული ინფექციური და ბაქტერიული დაავადებების აფეთქების მაღალ რისკს.

ვირუსი მალე ვრცელდება საფრინველეში. იმ შემთხვევაში, თუ ერთად ვზრდით დაავადებულ და ჯანმრთელ ფრინველს.

დაავადების გავრცელება

  • დაავადებული ფრინველი
  • საკვები
  • წყალი
  • ქვეშსაფენი
  • ფეკალი

 

მექანიკური გადამტანი ფაქტორები

  • პერსონალი
  • სხვა სახეობის ფრინველები
  • თაგვები, ვირთხები, გველები და ა.შ
  • მწერები

დაავადების აღმძვრელი გამოიყოფა ფეკალთან ერთად.

შესაძლოა ვირუსს არ ჰქონდეს კლინიკური გამოვლინება წიწილებში, თუმცა შეიძლება გახდეს დიდი იმუნოსუპრესიის მიზეზი, რის შედეგად ფრინველში გაჩნდება სხვადასხვა სახის დაავადებები და ის ჩამორჩენა ზრდაში.

რიმფური ორგანოების დაზიანების გამო ვლინდება იმუნიტეტის დაქვეითება, რის შედეგად ფრინველი მარტივად ხდება სხვადასხვა დაავადებების ამთვისებელი, როგორიცაა : კოკციდიოზი, მიკოტოქსიკოზი, კოლიბაქტერიოზი, ნიუკასლის დაავადება (ცრუჭირი), ინფექციური ბრონქიტი და ა.შ.

 დაავადება აზიანებს ღვიძლს და სრულად კუჭ-ნაწლავის სისტემას

ფაბრიციუსის ჩანთის დაზიანება

  • იმატებს ზომაში 2-3 ჯერ
  • ლორწოვანი გარსები წითელია
  • წერტილოვანი ან გაფანტული სისხლჩაქცევები
  • ფენებს შორის ხანდახან შეიმჩნევა თეთრი ძაფების (ფიბრინის) არსებობა

პროფილაქტიკა

  • ბიოუსაფრთხოების მაღალი დონე
  • შენობის ხარისხიანი დეზინფექცია
  • ჰიგიენისა და სანიტარიის წესების მაღალი სტანდარტების დაცვა
  • დროული და სწორი ვაქცინაცია
  • ძალიან მნიშვნელოვანია შინაური ფრინველის იზოლაცია გარეული ფრინველებისგან, რომლებიც შეიძლება იყვნენ დაავადების გადამტანები
  • გამბორო (ინფექციური ბურსიტი) | Farmer School
  • წყარო: farmerschool.ge

ინფექციური ბრონქიტი | Farmer School

ინფექციური ბრონქიტი ფართოდ გავრცელებული ფრინველის ვირუსული დაავადებაა, დაავადების ამთვისებელია ნებისმიერი სახეობის ფრინველი, ვირუსი არამდგრადია გარემო პირობების მიმართ (მგრძნობიარეა დეზინფექტანტების მიმართ). დაავადება იწვევს დიდ ეკონომიკურ ზარალს მთელი მსოფლიო მასშტაბით.

დაავადების აღმძვრელი და გადამტანი ფაქტორები

 ინფექციური ბრონქიტის ძირითად გადამტანად შეიძლება ჩაითვალოს დაავადებული და დაავადება მოხდილი ფრინველი, რომლებიც გამოყოფენ ვირუსს გარემოში ან რჩებიან დაავადების გადამტანად გამოჯანმრთელების შემდეგ 105 დღის განმავლობაში.

ვირუსის გამოყოფა

  • დაავადებული ფრინველის ნერწყვი;
  • გამონადენი თვალებიდან და ნესტოებიდან;
  • სკორე.

ფრინველი ძირითადად ავადდება აირწვეთოვანი გზით, ასევე დაინფიცირებული საკვების ან წყლის მიღებისას.

 

კლინიკური სიმპტომები

რესპირატორული ფორმა:

  • გაძნელებული სუნთქვა;
  • ცემინება;
  • გამონადენი ცხვირიდან და თვალებიდან;
  • წიწილები, როგორც წესი დასუსტებულები, არ ჭამენ საკვებს;
  • დაბალი სიკვდილის მაჩვენებელი.

 

ნეფროპათოგენური ფორმა:

  • მეტად დათრგუნული მდგომარეობა;
  • თხიერი სკორე, რაც იწვევს ქვეშსაფენის დასველებას;
  • გაძლიერებული წყლის მოხმარება;
  • მაღალი სიკვდილიანობა;
  • ღვიძლის დაზიანება. (ზომაში გაზრდა)
  • თირკმელების დაზიანება (ზომაში მატება – შარდმჟავა დიათეზის ჩამოყალიბება)

 

რეპროდუქციული ფორმა:

  • კვერცხმდებლობის შემცირება;
  • კვერცხის ხარისხის დაცემა (ნაჭუჭის დეფორმაცია და შიგთავსის ხარისხის შეცვლა);
  • ერთდღიანი წიწილის ხარისხის დაქვეითება;
  • ცრუ კვერცხმდებლობის სინდრომი.

 

ამ შემთხვევაში დაავადების გამოვლინება ძირითადად ხდება კვერცხმდებლობის დაცემით (30-80%). დაავადებული ფრინველის კვერცხი არასწორი, დეფორმირებული ფორმისაა, კვერცხის შიგთავსის დათვალიერებისას, ცილის კონსისტენცია გათხელებული და ერთგვაროვანია.

პროფილაქტიკა

დროულად ჩაატარეთ ვაქცინაცია ინფექციური ბრონქიტის სხვადასხვა შტამების წინააღმდეგ!

ვაქცინაციის სქემებს უნდა ადგენდეს კვალიფიცირებული ვეტერინარი ექიმი.

 ინფექციური ბრონქიტის პროფილაქტიკა ითვალისწინებს სხვადასხვა ასაკის ფრინველების ერთმანეთისგან არიდებას, საფრინველეში ტემპერატურული რეჟიმის შენარჩუნებას და ბიოუსაფრთხოების წესების დაცვას.

 საფრინველეში დაავადების დაფიქსირებისას აუცილებელია დაავადებული ან დაავადებაზე ეჭვმიტანილი ფრინველის გამორჩევა და იზოლაცია.

  • დაიცავით სისუფთავე საფრინველეში;
  • აუმაღლეთ ფრინველს იმუნიტეტი სხვადასხვა ვიტამინო/მინერალური პრეპარატებით;
  • აუცილებლად ჩაატარეთ ხარიახიანი დეზინფექცია/დერატიზაცია საფრინვეელში;
  • დროულად და სწორედ გამოიყენეთ ვაქცინა
  • წყარო: farmerschool.ge

ფრინველის ბუმბულის ცვენა (ალოპეცია) | Farmer School

 არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ქათამი ისე, როგორც სხვა ფრინველი განიცდის სეზონურ ბუმბულის ცვლას. ამ პერიოდში ფრინველს ბუმბული ცვივა კუდიდან, ფრთებიდან, ჩნდება კერები კისერზე. ასე რომ ადამიანმა, რომელიც პირველად ხვდება ბუმბულის ცვენას ფრინველში შეიძლება ვერ განასხვაოს ალოპეცია და სეზონური ბუმბულის ცვენა.

 ფრინველის ბუმბულის ცვენის დროს, რომელიც გამოწვეულია დაავადებით დარტყმის ქვეშ ექცევა ფრინველის გარკვეული მონაკვეთები:

  • კისერი და მკერდის მხარე
  • უფრო იშვიათად ზურგი და კუდი

 თუ გაცვენილი ბუმბული გაუფერებულია, ეს მკაფიოდ გვიჩვენებს იმას, რომ ფრინველი მოხვდა ალოპეციის ზეგავლენაში. ასევე პრობლემის განვითარებასთან ერთად ფრინველს სცვივა ღინღლი, რაც არ არის სეზონური ცვენისთვის დამახასიათებელი. ალოპეციას არ გააჩნია სეზონურობა და ის ივლენს თავს წელიწადის ნებისმიერ დროს, ეს მოვლენები არის ამ დაავადების ძირითადი განმასხვავებელი.

 იმისთვის, რომ მეურნეობაში ჩატარდეს დროული დახმარება, საჭიროა ვიცოდეთ თუ რა არის ამ პრობლემის გამომწვევი. ამ მომენტში ცნობილია გამომწვევი რამდენიმე მიზეზი:

  • კვების არაკორექტული რაციონი;
  • მოვლა-შენახვის პირობების დარღვევა;
  • პარაზიტები (რწყილი, ტკიპა, ბუმბულის მჭამელი პარაზიტები)

ძირითადად ფრინველს სცვივა ბუმბული ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო. ბუმბულის ცვენა კისრის და სხეულის სხვა არეალში შეიძლება გამოწვეული იყოს შემდეგი კვებითი ელემენტების დეფიციტით:

  • კალციუმი;
  • იოდი;
  • ფოსფორი;
  • გოგირდი.

ფრინველი შეიძლება კარგავდეს ბუმბულს იმ შემთხვევაშიც, თუ მომვლელმა არ უზრუნველყო განათების, ვენტილაციის და სისუფთავის პირობები.

 კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც იწვევს აღნიშნულ პრობლემას ფრინველში არის – პარაზიტული ორგანიზმების არსებობა, რომელებიც იკვებებიან ბუმბულით და ღინღლით. პარაზიტები თავსდებიან ფრინველის კანზე და ბუმბულის ძირებში.

 თუ ფრინველის მოვლა-შენახვის პირობები დაცულია, მაგრამ ბუმბულის ცვენა არ ჩერდება საჭიროა ჩაფიქრება, იღებს თუ არა ფრინველი საკმარისი რაოდენობის საკვებს, შემცირებული საკვებ-მოხმარება იწვევს ვიტამინების დეფიციტს. სეზონური ბუმბულის ცვენის დროს ფრინველი იკვებება ორჯერ მეტს, ვიდრე სხვა დროს. სწორედ ამ მიზეზის გამო ქათამმა შეიძლება დაკარგოს ის ბუმბულიც, რომლებიც მისთვის საჭიროა.  ბუმბულ-ცვენის (ალოპეციის) დროს ასევე მცირდება კვერხდება, ფრინველი იკლებს წონაში და ხდება იმუნიტეტის დაქვეითება.

 ალოპეციის გართულებულმა ფორმამ შეიძლება გამოიწვიოს ფრინველის სრული გაუმბუმბვლა. ფრინველის დათვალიერებამ გვაჩვენა, რომ დაზიანებულ ადგილებში ასევე შესამჩნევია მცირე სისხლჩაქცევები.

 

 

პროფილაქტიკა და მკურნალობა

 ფრინველში ბუმბულის ცვენისდამატებით სიმპტომად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ – ფრინველის ბუმბული არასაკმარისად ბზინვარეა, ან ბზინვარება საერთოდ დაკარგულია. ასევე შეიძლება შემცირდეს კვერცხის დების რაოდენობა. პრობლემის მკურნალობა შესაძლოა შემდეგი მოქმედებებით:

  • სწორდ გამოკვებეთ თქვენი ფრინველი – საკვები უნდა მოიცავდეს ვიტამინებისა და მინერალებს, უნდა იყოს ხარისხიანი და რაც მთავარია, ფრინველმა უნდა მიიღოს ის საკმარისი რაოდენობით.
  • დაამატეთ საკვებში მეტი მინერალები და ვიტამინები (პერიოდულად ჩაატარეთ ფრინველში ვიტამინო-მინერალური თერაპია);
  • გარდა ვიტამინებისა, დაამატეთ საკვებში გოგირდი 0.3 გრამი თითო ულუფაზე;
  • მინერალების ბალანსის აღსადგენად შეიძლება გამოყენებული იყოს იოდის ხსნარი ან მანგანუმის ხსნარი. ამ ხსნარებს ძირითადად იყენებენ დილის საათებში.
  • მოუმატეთ კალციუმის დოზები, რადგან ის თამაშობს დიდ როლს არამხოლოდ ბუმბულის ჩამოყალიბებაში, არამედ ძვლოვანი სისტემის და ნისკარტის ჩამოყალიბებაშიც. ამ მიზნით მიზანშეწონილია ფრინველისთვის საკვებში დაემატოს ცარცი, თაბაშირი და ა.შ.;
  • დაასუფთავეთ, დაწმინდეთ და დაადეზინფიცირეთ შენობა;
  • დაამუშავეთ საფრინველე მკბენარზე და პარაზიტებზე;
  • პროფილაქტიკისთვის გამოიყენეთ ორგანული მჟავეები;
  • აუცილებლად უზრუნველყავით ფრინველისთვის სუფთა ჰაერი (სწორი ვენტილაცია);
  • თუ პერიოდულად ფრინველს სცვივა ბუმბული, მაგრამ კვების რაციონი და მოვლა-შენახვის ფაქტორები ნორმაშია სასურველია ფრინველის დათვალიერება პარაზიტებზე. დათვალიერება უნდა მოხდეს ღამის საათებში, რადგან სწორედ ამ დროს აქტიურდებიან პარაზიტები. მიაქციეთ ყურადღება ბუმბულის ბოლოებს, თუ ის შეჭმულია დიდი ალბათობაა იმისი, რომ ფრინველის ბუმბულს აზიანებს პარაზიტები.
  • თუ ალოპეციას გააჩნია ლეტალური ხასიათი და ბუმბულის ცვენა ხდება არა დღეების, არამედ საათების მანძილზე, გამოიყენეთ ვიტამინ B-12. ეს მეთოდები უზრუნველყოფს ბუმბულის სწრაფ ზრდას.

 ალოპეციის მკურნალობამდე აუცილებელია ის განვასხვავოთ სეზონური ბუმბულის ცვენისგან. განმასხვავებელი ნიშნები შემდეგია:

  • ბუმბული კარგავს ბზინარებას, ხოლო გაცვენილი ბუმბული უფერულია;
  • ალოპეციის დროს ცვივა არამხოლოდ ბუმბული, არამედ ღინღლიც;
  • დაზიანებულ ადგილებში კანი წითლდება, ხანდახან შესამჩნევია სისხლჩაქცევებიც;
  • მცირდება კვერცხდება და სუსტდება იმუნიტეტი.
  • წყარო: farmerschool.ge

სიცხით გამოწვეული სტრესი ბროილერში | Farmer School

ფრინველში თერმული რეჟიმის დარღვევა და კერძოდ მაღალი ტემპერატურა, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში იწვევს რიგ ხასიათობრივ, ფიზიოლოგიურ და იმუნოლოგიურ ცვლილებებს, საკვების მოხმარების დაქვეითებას, ზრდა განვითარების შეფერხებას, ფრინველის ცხოველქმედების დათრგუნვას და სიკვდილსაც კი. ტემპერატურის სწრაფმა მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს ფრინველის მასიური სიკვდილი.

ტემპერატურის გადახრა და შედეგი 20 დღის ასაკის შემდეგ: °C კრიტიკული ზღვრები
26-28 გრადუს ცელსიუსი
• 3-4%-ით მცირდება საკვების მოხმარება;
• გახშირებული სუნთქვა;
33 გრადუს ცელსიუსი
• წყლის მოხმარების გაორმაგება;
• ფრინველი არ იკვებება;
• სიკვდილიანობა;


35-40 გრადუს ცელსიუსი
• ფრინველის სხეულის ტემპერატურის
მომატება 0.6-1 გრადუსით;
• 3-4 ჯერ წყლის მოხმარების გაზრდა;
• მაღალი სიკვდილიანობა;

 

სიცხის სტრესის ნიშნები : ღია ნისკარტი; დაშვებული ფრთები; სხეულის ტემპერატურის მომატება

41-44 გრადუს ცელსიუსი
• სხეულის ტემპერატურის მომატება
მინიმუმ 1,5 გრადუსით;
• კომაში ჩავარდნა;
• მასიური სიკვდილი.

განსაკუთრებით რთულია ფრინველის შენახვა გალიებში მაღალი სიცხის დროს. ფრინველში სიცხის სტრესი უკვე შესამჩნევია 20-22 დღის ასაკიდან როდესაც იგი აღწევს მაღალ წონას, 26 °C გრადუსიდან შესამჩნევია პროდუქტიულობის მკვეთრი დაცემა, ხოლო 30-32 °C გრადუსიდან ფრინველის მასიური სიკვდილი, ამიტომაც დაუშვებელია საფრინველეში მაღალი ტემპერატურის არსებობა.
იატაკზე დასმის დროს ფრინველი ეძებს გრილ ადგილებს, შლის და დაბლა წევს ფრთებს, რაც ხელს უწყობს შიდა ტემპერატურის დაწევას სხეულის შეუბუმბლავი ნაწილებიდან.

როდესაც ჰაერის ტემპერატურა
უახლოვდება ფრინველის სხეულის ტემპერატურას (41°C ), სხეულის ტემპერატურის
რეგულაციის მექანიზმი ირღვევა და ერთადერთი გამოსავალი რჩება გაგრილება სასუნთქი
გზებიდან: ფრინველი სუნთქავს ღია ნისკარტით, თუ ხშირი სუნთქვის დროს ფრინველი ვერ
ასწრებს გაგრილებას, ის ვარდება კომატოზურ მდგომარეობაში და კვდება

 

ფრინველს შედარებით რთულად გადააქვს სიცხე საფრინველეში მაღალი ტენიანობის
დროს. აუცილებელია განხორციელდეს ყველა შესაძლო ღონისძიება, რომ საფრინველეში
ტენიანობა არ აღემატებოდეს 55-65%-ს.

ღია ნისკარტით სუნთქვისას არ ხდება მტვერისა და ბაქტერიების გაფილტვრა ნესტოებიდან და
როგორც წესი ჩნდება მეორადი ბაქტერიული დაავადებები სასუნთქი გზებიდან, რაც სამომავლოდ
მოითხოვს მკურნალობას.

სიცხის სტრესის სიმპტომები:
• მადის დაქვეითება ან არ არსებობა;
• მოუსვენარი მდგომარეობა;
• სხეული ტემპერატურის მომატება;
• ღია ნისკარტით ხშირი სუნთქვა;
• გახშირებული გულისცემა;
• ხორცის ხარისხის გაფუჭება;
• სიკვდილი

 

 

როგორ შევამციროთ სიცხის ზეგავლენა ფრინველზე

• საფრინველეში ჰაერის მოძრაობის სიჩქარის გაზრდა;

• წყლით გაგრილების სისტემის დამონტაჟება;

• ფრინველისთვის თავისუფალი წვდომა წყალთან; (სასურველია წყალი იყოს ცივი (<20 °C გრადუსი);

• შეამცირეთ ფრინველის ჩასმის სიმჭიდროვე;

• საფრინველის სახურავის გაგრილება ცივი წყლით;

• ნაკლებად შეაწუხეთ ფრინველი დღის ცხელ მონაკვეთში;

• გამოიყენეთ ვიტამინები (C ვიტამინის მაღალი შემცველობით) და ელექტროლიტების შემცვლელი პრეპარატები.

წყარო: farmerschool.ge

ნიუკასლის დაავადება (ცრუჭირი) | Farmer School

ნიუკასლის არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ინფექციური დაავადება შინაურ ფრინველში. ძირითად საშიშროებას წარმოადგენს დაავადების სწრაფი გავრცელება და მკურნალობის ეფექტური ხერხების არ არსებობა. დაავადებას ახასიათებს სასუნთქი გზების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებები.

საფრინველეში ვირუსის მოხვედრამ შეიძლება გამოიწვიოს 100%-იანი ფრინველის რაოდენობის დაინფიცირება, ხოლო სიკვდილიანობა აღწევს 60-90%-ს.

დაავადებული ფრინველების გარდა, ვირუსის გადამტანი შეიძლება იყოს:

  • საკვები;
  • წყალი;
  • მუშა პერსონალი;
  • ინვენტარი;
  • ბუმბული და ფეკალი;
  • კვერცხის ნაჭუჭი და სხვა.

 

დაავადების ნიშნები

დაავადების მწვავე მიმდინარეობა:

  • სხეულის ტემპერატურა აღწევს 44 გრადუსს;
  • დასუსტებული მდგომარეობა;
  • მადის დაკარგვა ან არ არსებობა;
  • ფრინველის უმოძრაობა;
  • თვალების ლორწოვანი გარსების ანთება;
  • სასუნთქი გზების დაზიანება – ხველება, ცემინება, ღია ნისკარტით სუნთქვა;
  • ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება – არეული სიარული, წრიული მოძრაობა, სხეულის ნაწილების გაშეშება;
  • ხშირ შემთხვევაში შეიმჩნევა კუჭის აშლილობა, მათ შორის სისხლთან ერთად.

დაავადების მწვავე მიმდინარეობა მთავრდება ლეტალობით (ფრინველის სიკვდილით), დაინფიცირებიდან 3-12 დღის განმავლობაში.

დაავადების ქვემწვავე მიმდინარეობა

  • მაღალი აქტიურობა         
  • გაშეშება
  • კრუნჩხვები    
  • დაუძლურება

სიკვდილიანობა აღწევს 15-30%

დაავადების დიაგნოსტიკა

ნიუკასლის დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა კომპლექსური მიდგომა: ლაბორატორიული გამოკვლევა ვირუსის გამოსამჟღავნებლად, ეპიზოოტოლოგიური, კლინიკური და პათ. ანატომიური ნიშნების გათვალისწინებით.

პროფილაქტიკა

  • ბიოუსაფრთხოების მაღალი დონე;
  • საფრინველის კარგი დეზინფექცია;
  • ჰიგიენის და სანიტარიის წესების დაცვა;
  • დროული და სწორედ ჩატარებული ვაქცინაცია;
  • ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მოვარიდოთ სახლის ფრინველი გარეულ ფრინველს, რომლებიც შეიძლება იყვნენ დაავადების მატარებლები;
  • არ გამოვზარდოთ მეურნეობაში სხვადასხვა ასაკის ფრინველი. უკიდურეს შემთხვევაში ფრინველის ასაკს შორის განსხვავება მაქსიმუმ 5-7 დღე.

ფრინველის ვაქცინაცია და იმუნიტეტი:

ძალიან მნიშვნელოვანია შერჩეული იყოს ვაქცინაციის სწორი სქემა, ვაქცინაციის სქემის შედგენა დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე:

  • ფერმის კეთილმოწყობა და ადგილმდებარეობა: იზოლირებულია თუ არა საფრინველე გარემოსგან, ადგილმდებარეობის ეპიდემიოლოგიური სიტუაცია;
  • იმუნიტეტის ასამაღლებლად სასურველია ვიტამინოთერაპიის სრული კურსის ჩატარება;
  • ვაქცინაციის სქემას უნდა ადგენდეს გამოცდილი ვეტერინარი ექიმი.

ვაქცინაციის ტექნიკისა და ვაქცინაციის სქემების შედგენისთვის, აუცილებლად მიმართოთ კვალიფიცირებულ ვეტერინარს.

 

რუბრიკა ” ჩვენებურად”

ნიუკასლის დაავადება, მეტად ცნობილი როგორც “ჭირი”, საქართველოში გავრცელებული დაავადებაა, რომლის ბუნევრივი კერების დადგენა შეუძლებელია. დაავადების გადამტანი შეიძლება იყოს გარეული ფრინველი, ვირთხა ან უბრალოდ დასვრილი ფეხსაცმელი. ნათელია თუ რა მნიშვნელობა აქვს ბიოუსაფრთხოებას, იგუისხმება – ფერმის იზოლაცია გარეული ფრინველებისგან, მღრღნელებისგან, მეთოდების გამოიყენება კი ინდივიდუალურია თითოეული ფერმისთვის, მაგალითად გამოიყენეთ ბადე ფერმის ფანჯრებზე, გამოიცვალეთ ფეხსაცმელი ფერმაში შესვლამდე და ა.შ.

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ფრინველის ვაქცინაცია არ გვაძლევს დაავადებისგან 100%-იან დაცვას. აცრილ ფრინველს მინც შეიძლება შეხვდეს დაავადებაც, რომელის ან გაივლის ორგანიზმში სიმპტომების გარეშე, ან მცირე სიმპტომებით, ან შესაძლოა გამოიწვიოს ფრინველის უმრავლესობის სიკვდილი.

დაავადების აღმძვრელებიდან გამოირჩევა რამოდენიმე შტამი და ასევე განსხვავდება სიმპტომები – დაწყებული კუჭ-ნაწავის ტრაქტის დაზიანებიდან, დამთავრებული სასუნთქი გზების სრული განადგურებით, ქაფიანი გამონადენით ნისკარტიდან და კლოაკიდან და მასიური სიკვდილიანობით.

 

გაკვეთილი კუჭი

როგორ დავიზღვიოთ თავი ნიუკასლის დაავადებისგან?

დაიცავით სისუფთავე და სიმშრალე ფერმაში. დაიზღვიეთ თავი და აუცილებლად აცერით და გადაცერით თქვენი ფრინველი ცრუჭირის (ნიუკასლის) დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინით.

ანტიბიოტიკები არ მოქმედებენ ვირუსულ დაავადებებზე, ასე რომ მკურნალობა დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში შეუძლებელია.

რჩევები:

  • ვაქცინაციამდე მოამზადეთ თქვენი ფრინველი, ვაქცინაციამდე და ვაქცინაციის შემდეგ გამოიყენეთ მასტიმულირებელი საშუალებები, (ვიტამინების კომპლექსი, ამინომჟავეების კომპლექსი);
  • ნებისმიერი სტრეს ფაქტორი აუარესებს იმუნურ სისტემას, ეცადეთ მიაღებინოთ თქვენს ფრინვლეს ნაკლები სტრესი (არ შეაწუხოთ ზედმეტად);
  • გამოზრდის პერიოდში ფრინველს პერიოდულად აუმაღლეთ იმუნიტეტი, გამოიყენეთ იგივე მასტიმულირებელი საშუალებები;
  • შეინარჩუნეთ სიმშრალე და სისუფთავე საფრინველეში;
  • მოარიდეთ თქვენი ფრინველი ნებისმიერ გარეულ ცხოველთან თუ ფრინველთან შეხებას, (განსაკუთრებით გარეული გადამფრენი ფრინველები);
  • ფერმებში აკრძალულია მომვლელს ჰყავდეს სხვა შინაური ფრინველი, რადგან არსებობს დაავადების გადატანის მაღალი რისკები;
  • გაითვალისწინეთ ადგილმდებარეობა და რეგიონალური დაავადებებისს აფეთქებები, თუ თქვენს რეგიონში დაფიქსირებული იყო დაავადება შეზღუდეთ სხვა ადამიანების მოძრაობა თქვენს ფრინველში და არ დააგვიანოთ ვაქცინაცია;
  • აუცილებლად ფრინველის დასმამდე და დასმის შემდეგ ჩაატარეთ ხარიხსიანი ვაქცინაცია, გამოიყენეთ სველი და მშრალი დეზინფექცია, ასევე სასურველია დეზინფექცია ბოლით.
  • წყარო: farmerschool.ge

ქათმის კოქციდიოზი | Farmer School

კოქციდიოზი – ერთერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება მეფრინველეობაში. უმარტივესი პარაზიტები, რომლებიც არიან დაავადების გამომწვევები მრავლდებიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.

 ამის გამო ხდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანება. ასევე შესამჩნევია გაუწყლოვნება, გამძაფრებული რეაქცია სხვადასხვა ინფექციების მიმართ, სისხლის დაკარგვა.

 

მიმდინარეობა და სიმპტომები – დაავადების სიგნალები

  • შესამჩნევია ზოგადი სისუსტე და მოძრაობის შეფერხება, პარალიჩის განვითარებამდე;
  • მადის არ არსებობა;
  • გამძაფრებული წყურვილის გრძნობა;
  • ფრინველი დათრგუნულია (მობუზული);
  • ფრინველი მიისწრაფის თბილი ადგილებისკენ და იჯგუფება;
  • თავი მიბჯენილია სხეულზე;
  • აბურძგნული ბუმბული;
  • შეშუპება;
  • სკორე თხელი, დიდი რაოდენობით ლორწოს შემცველობის, ხანდახან სისხლთან ერთად, დროის განმავლობაში ვითარდება ფაღარათი, ბუმბული კლოაკის გარშემო დასვრილია;
  • ანემიის შედეგად ბიბილო და საყურეები თეთრდება.

 

 
  დაკვლის შემდეგ დიაგნოზი ისმევა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის შესწავლით !  

ეს სიმპტომები ნარჩუნდება 4-5 დღის განმავლობაში, რის შემდეგ ფრინველი კვდება.

 

ბრძოლის ღონისძიებები, პროფილაქტიკა და კონტროლი

კოქციდიოზის თავის აცილების მიზნით, საფრინველეში ან გასასეირნებელ ეზოში აუცილებელია სისუფთავის დაცვა.

 ფრინველის იმუნიტეტის გაძლიერება შესაძლოა სრულფასოვანი კვებით. უკეთესია არჩეული იყოს ხარისხიანი საკვები, ვიტამინებთან და სხვადასხვა დანამატებთან ერთად.

ღონისძიებები, რომლებიც ტარდება კოქციდიოზის შესაჩერებლად შეგვიძლია დავყოთ ორ ნაწილად:

გარემო ფაქტორებთან ბრძოლა

კოქციდიოზთან ბრძოლა ორგანიზმის შიგნით

ყველაზე ეფექტური მეთოდი კოქციდიოსთან ბრძოლაში არის ქიმიური და ბუნებრივი პრეპარატების გამოყენება: კოქციდიოსტატები

  • ჰაერის ოპტიმალური ტემპერატურა;                                 
  • ხარისხიანი და სწორედ გაფენილი ქვეშსაფენი;
  • სუფთა საკვებური და საწყურებელი;
  • საფრინველის მექანიკური დასუფთავება წარმოების ციკლის შემდეგ;
  • დეზინფექცია, დერატიზაცია;
  • საკვებურების და საწყურებლების დაცვა ფეკალისგან;
  • მნიშვნელოვანია არ შეირიოს სხვადასხვა ასაკის ფრინველი.

ყველაზე მარტივი ხერხი კოქციზიოსთან ბრძოლაში არის ბიოუსაფრთხოების ნორმების დაცვა!

 ზემოთაღნიშნული მარტივი რჩევები უზრუნველყოფს ფრინველის შეგუებას სხვადასხვა დაავადებების მიმართ.

 
  გამოჯანმთელების შემდეგ, ფრინველი რჩება პარაზიტმარატებელი, ის გამოყოფს დიდი რაოდენობით კოკციდიას. ამიტომაც საჭიროა რეგულარულად საფრინველეს დასუფთავება და დაუშვებელია ახალგაზრდა ფრინველის, ხნიერ ფრინველთან ერთად დასმა  

რუბრიკა “ჩვენებურად”:

ფერმაში შესვლის დროს პირველ რიგში მიაქციეთ ყურადღება სისველეს. დასველებული ქვეშსაფენი ან სამყოფელი გარემო, სინესტე, არის კოქციდიის გადამტანი, მაქსიმალურად ეცადეთ შეინარჩუნოთ სისუფთავე და სიმშრალე ფერმაში. დასველების და სინესტის შემთხვევაში გამოიყენეთ ხელსაყრელი მეთოდები პრობლემის მოსაგვარებლად, მაგალითად გამოყენეთ ჩამქვრალი კირი, მნიშვნელოვანია, რომ კირი იყოს ჩამქვრალი.

თანამედროვე ბროილერის კროსის მწარმოებელი ფერმები ითხოვენ ფრინველის სიყვითლეს, რადგან ამ დროს ბაზარზე სწორედ ყვითელი ფერის ფრინველია მოთხოვნადი. ყვითელი ფერის პიგმენტის შეთვისება ხება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, კერძოდ ნაწლავებიდან.

ფრინველი ვერ იღებს სასურველ ყვითელ ფერს? რატომ? აი ერთ-ერთი პასუხიც :

კოქციდიოზი აზიანებს ნაწლავების ლორწოვან გარსებს, რის გამოც ვერ ხდება გამაყვითლებელი პიგმენტის შეთვისება, შესაბამისად ფრინველი ვერ იღებს ყვითელ ფერს.

გაკვეთის შედეგად ყველაზე მარტივია კოქციდიის ბრმა ნაწლავში ნახვა.- შეშუპება; სიწითლე; ანთების დამახასიათებელი ნიშნები. <– ეს მხოლოდ ერთ-ერთი მეთოდია.

ასე, რომ დაამუშავეთ თქვენი ფრინველი კოქციდიაზე, რათა მიიღოთ მოთხოვნილი ჯანმრთელობა და ფრინველის ყვითელი ფერი.

ქათმის კოქციდიოზი | Farmer School

წყარო: farmerschool.ge

მწყრის მოვლა-შენახვა ოჯახურ პირობებში | Farmer School

მწყრის მოვლა-შენახვის თავისებურებები:    მწყერს დიდი გამოსაზრდელი ფართობის მოთხოვნილება არ აქვს (სულ რაღაც 0,5 მ2 -ზე შესაძლებელია 50-60 სასუქი მწყრის გამოზრდა). მცირე და კომპაქტური მასშტაბებიდან გამომდინარე, სხვა სასოფლო-სამეურნეო ფრინველების მოვლა-შენახვისგან განსხვავებით, მწყრის მოშენებას ნაკლები ფინანსური და შრომითი რესურსი (მუშახელი)სჭირდება.  მწყერი არ საჭიროებს ვაქცინაციას და სხვადასხვა წამლის ინტენსიურ გამოყენებას.  მწყრის გამოზრდა თავისუფლად შეიძლება დასახლებულ პუნქტში, რადგან არ არის ხმაურიანი ფრინველი (ქათმისგან განსხვავებით), ასევე, გამოყოფს მცირე რაოდენობით ნარჩენებს (სკინტლი, ბუმბული, მტვერი) და ადვილია მათი მართვა.

მწყრის გამოზრდა და კვების რეკომენდაციები:

  • მწყრის ჩოჩორი 2 კვირამდე სასურველია გამოიზარდოს საწიწილე ბრუდერში (ერთ ბრუდერში – მაქსიმუმ 200 ფრთა) და ამის შემდგომ გადავიყვანოთ გალიაში (მწყრის მოზარდის ბრუდერში 3-5 სმ სისქეზე უნდა ეფინოს ბურბუშელა. პირველი 5 დღე საკვები უნდა განათავსოთ ადვილად მისაწვდომ საკვებურში (გამოვიყენოთ მუყაოს ფირფიტა ან  ქვეშსაფენზე გაშლილი ქაღალდი);
  • საკვები მწყერს უნდა მივაწოდოთ მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატის გარეშე;
  • სასუქ მწყერს საკვები უნდა მივაწოდოთ მთელი დღის განმავლობაში ნებაზე, ხოლო მეკვერცხული მწყერი შეზღუდულად, კვერცხდების პერიოდში უნდა გამოვკვებოთ დღეში 3-ჯერ.
  • კვების ფრონტი 1 ფრთა მწყრისთვის შეადგენს 1.5-2.5 სმ-ს;
  • სხვადასხვა ასაკში საკვები შეცვალეთ მოახდინეთ ეტაპობრივად (ორი ფაზის საკვები ერთმანეთს შეურიეთ თანაბარი რაოდენობით 3-4 დღის განმავლობაში და ისე მიაწოდეთ ფრინველს);
  • მწყრის სასმელი წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 15-20 გრადუსი. დარწყულების ფრონტი: ღარული სარწყულებლის შემთხვევაში  0,5 სმ 1 ფრთაზე; ნიპელურ სარწყულებელზე კი – 1 ნიპელზე 10 ფრთა;
  • განათებას მოუკელით და მოუმატეთ ცხრილის მიხედვით – 1 საათის ცვალებადობით (ეტაპობრივად).

მწყრის კვერცხის ინკუბაცია:                                                                                                                         

  • მწყრის კვერცხის წონა შეადგენს 10-12 გრამს (გამოჩეკვისას კი ჩოჩრის წონა 6-7 გრამია); 
  • მწყრის კვერცხის ინკუბაცია გრძელდება 17-18 დღეს;
  • საინკუბაციო კვერცხის შენახვა ხდება 0-7 დღე +8-12 C0 გრადუსზე და 78-80% ტენიანობის პირობებში;          
  • მწყრის საინკუბაციო კვერცხის გამოჩეკვის ეფექტური მაჩვენებელი 80-90%-ია;
  • მწყერში სქესთა შორის შეფარდება უდრის: 1 მამლის შეჯვარებას 3-4 დედალთან;                          
  • კვერცხის განაყოფიერების ეფექტურობის შენარჩუნებისთვის აუცილებელია 2 თვეში ერთხელ სადედე გუნდში ძველი მამლების ჩანაცვლება ახალი მამლებით.
  • წყარო: farmerschool.ge

სახლში მწყერის გამოყვანა სად უნდა დაიწყოს. რატომ ღირს მწყერის მოყვანა -  ეკონომიკური სარგებელი

მწყრის გამოზრდა მარტივი და სარფიანი საქმეა, მწყრის კვერცხსა და ხორცზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება:
მწყერი გამოირჩევა იმით, რომ ნაკლებ გამოსაზრდელ ფართობს მოითხოვს. სულ რაღაც 30 მ2-ზე 3000 ფრთამდე მწყრის გამოზრდაა შესაძლებელი. მცირე  მასშტაბებიდან გამომდინარე, მწყრის მოშენების ნაკლები ფინანსური (ეკონომიკური) და შრომითი რესურსი (მუშახელი) სჭირდება.

რა უნდა ვიცოდეთ, რომ მოვაწყოთ ჩვენთვის სასურველი მიმართულების (მეხორცული/ მეკვერცხული) მწყრის ფერმა?

ახალგამოჩეკილი  მწყერი უნდა განვათავსოთ  სპეციალურ გამოსაზრდელ  ბრუდერში (ბრუდერი ეწოდება ყუთს ან თაროს, სადაც შექმნილია  ყველა საჭირო პირობა (სითბო, საკვები, წყალი, განათება) მოზარდი მწყრის ეფექტიანი საწყისი ზრდისა და განვითარებისთვის. ბრუდერში ჩოჩორი რჩება 2 კვირის ასაკამდე, სანამ 1 ფრთა არ მიაღწევს 50-60 გრამ ცოცხალ წონას.

მოზარდი მწყერი (2 კვირის ასაკიდან) უნდა გადავიყვანოთ ბრუდერიდან სპეციალურ, სასუქი მწყრისთვის განკუთვნილ გალიებში ან გავუშვათ იატაკზე დაფენილ ქვეშსაფენზე , სადაც იზრდება მწყერი სუქების ბოლომდე (საშუალოდ 6 კვირის ასაკამდე).

 

მოზარდი მწყერი

საჭირო ინვენტარი:

  • მოზარდი მწყრის ბრუდერი – 1 ბრუდერში ეტევა 200 ფრთა;
  • (ბრუდერის ზომა: სიმაღლე იატაკიდან/ სიგრძე /სიგანე/ სიღრმე: 70x100x100x25 სმ)/(1 ბრუდერისთვის განკუთვნილია: /4 ცალი (25სმ – დიამეტრის) ან 1 გრძივი მეტრი ღარული საკვებური/4 ცალი ვაკუუმ სარწყულებელი ( 25სმ – დიამეტრის)/ ქვეშსაფენი – ბურბუშელა 3-5 სმ (1მ2 3-4კგ ოდენობით)/ ბრუდერის ნათურა – 1 ცალი (ინფრაწითელი). ტემპერატურის ავტომატური თერმორეგულატორი და თერმომეტრი).
  • ნათურა – შენობის ყოველ 3მ2-ზე – 1 ცალი (5-ვატიანი led);
  • ვენტილატორი – 1 ცალი (1000 მ3/სთ).

30 მ2 შენობაში შესაძლებელია 20 ბრუდერის განთავსება (ჯამში 20×200 ფრთა = 4000 ფრთა მწყრის მოზარდისთვის).

 

მეხორცეული მწყერი

საჭირო ინვენტარი:

  • ნათურა – შენობის ყოველ 3მ2-ზე – 1 ცალი (5-ვატიანი led);
  • ტემპერატურის ავტომატური თერმორეგულატორი და თერმომეტრი;
  • ვენტილატორი – 1 ცალი (1000 მ3/სთ).
  • 30 მ2 -იან შენობაში შესაძლებელია 15 ცალი 4-იარუსიანი გალიის დადგმა კორიდორების გათვალისწინებით (15×160 ფრთა = ჯამში 2400 ფრთა სახორცე მწყრისთვის) / ქვეშსაფენზე გაშვების შემთხვევაში 30მ2 X 80ფრთა=ჯამში ასევე 2400 ფრთა.

30 მ2 შენობაში შესაძლებელია 20 ბრუდერის განთავსება (ჯამში 20×200 ფრთა = 4000 ფრთა მწყრის მოზარდისთვის).

Cages მწყერი ხელთაა DIMENSIONS და ნახატების

წყარო: farmerschool.ge

რა უნდა გავითვალისწინოთ ხოხბის კვერცხის ინკუბაციისას | Farmer School

კოლხური ხოხბის ჩეკის პერიოდია 24-25 დღე  / სხვა ჯიშის ხოხბის ინკუბაცია 20-29 დღე;

  • ჩეკის მაჩვენებელი საშუალოდ  40-60%  (მაქსიმუმ 80%);
  • საუკეთესოა, კვერცხის საინკუბაციოდ შეგროვება მოხდეს 11 დღის პერიოდში (მე-11 დღეს –ინკუბატორში ჩაწყობა);
  • საინკუბაციო კვერცხის შენახვის პირობები: კვერცხი ინახება მახვილი წვერით ქვევით 450-იანი კუთხით/დღეში ერთხელ უნდა გადაბრუნდეს მოპირდაპირე გვერდზე/ საინკუბაციო კვერცხის შენახვის ტემპერატურა 12.7 C0 / (ყოველ 3 C0 ცვალებადობაზე, სულერთია, აიწევს თუ დაიწევს ტემპერატურა, ფრინველის დაჩეკის ეფექტიანობა იკლებს 10%-ით) / შენახვის ტენიანობა 65-70%.
  • ინკუბაციისას ინკუბატორში ტემპერატურა უნდა იყოს 37,8 C0 გრადუსი, ხოლო ტენიანობა – 50-65%;
  • ინკუბაციის 21-ე დღეს ინკუბატორში ტემპერატურა მცირდება 36,5 გრადუსამდე და ტენიანობა იზრდება 65-75% მდე (ეს კვერცხის ნაჭუჭს არბილებს და ღლაპს [NG1] უადვილდება გამოჩეკა);
  • ინკუბატორში კვერცხი დღე-ღამეში მინიმუმ 4-ჯერ უნდა გადაბრუნდეს/უკეთესია – 5-7-ჯერ (1800 იანი კუთხით) (ხოლო ინკუბაციის 21-ე დღიდან აღარ ვაბრუნებთ კვერცხს);
  • შესაძლებელია ემბრიონის გაშუქება ინკუბაციის მე-10 დღეს (იმის გასაგებად, არის თუ არა კვერცხი განაყოფიერებული და გაუნაყოფიერებელი, კვერცხი ახალი კვერცხით ჩავანაცვლოთ);
  • გამოჩეკის დღეს კვერცხი ინკუბაციის დასაწყისში არსებული წონის 85%-ს უნდა იწონიდეს. თუ მეტი ან ნაკლებია, ეს ნიშნავს, რომ ინკუბატორში ტენიანობის პრობლემა გვაქვს.
  • ინკუბატორში გამოზომილად უნდა ხდებოდეს ჰაერცვლა (ვენტილაცია).
  • წყარო: farmerschool.ge

მე მიყვარს ინდაური! – აღიარება N1 | PRSchool

ინდაურის ექსტენსიური შენახვის წესის დახასიათება/აღწერა;
საკარმიდამო პირობებში დღის განმავლობაში ინდაურების ეზოში გაშვება, ხოლო ღამის საფრინველეში გათენება.

შენახვის მიზანი (მიმართულება):                                                                                                                                                         

  • სასუქი გუნდი – ინდაურის გაზაფხულიდან ზამთრის ბოლომდე შენახვა (სახორცედ რეალიზაცია);                                                                                   
  • სადედე გუნდი – გაზაფხულიდან მომდევნო წლის გაზაფხულამდე შენახვა (საინკუბაციო კვერცხის მიღება).

ინდაურისგამოზრდისციკლი:

  • 0-2 კვირა – გამოზრდის საწყისი პერიოდი;
  • სახორცედ გამოზრდა: 2 კვირიდან – 7თვის ასაკამდე;
  • სადედე გუნდად გამოზრდა: 4,5-თვიდან 14-15 თვის ასაკამდე (საინკუბაციო კვერცხის მიღება 9-10 თვის ასაკიდან).

1 ფრთა ინდაურის სასუქად გამოზრდის ხარჯები:

  • ერთდღიანი ჭუკის ფასი 5-7 ლარი;
  • კომბინირებული საკვების დანახარჯი (30-35 კგ) 35-40 ლარი;
  • ვეტპრეპარატები – 1 ლარი;
  • კომუნალური და სხვა ხარჯები – 10 ლარი;
  • სუქების დამთავრებისას (4,5 თვის ასაკი) – მამლის წონა 10-12 კგ/დედლის 5-6 კგ;
  • ტანხორცის გამოსავლიანობა 85-87% (სუფთა ხორცი – 8-9 კგ);
  • 1 კგ ცოცხალი წონის ფასი – 11-12 ლარი;

ჯამური დანახარჯი: 55-60 ლარი

1 ფრთა სადედე ინდაურის გამოზრდის ხარჯები:

  • ერთდღიანი ჭუკის ფასი 5-7 ლარი;
  • კომბინირებული საკვების დანახარჯი 14 თვის ასაკში (105-110კგ) 130-140 ლარი;
  • ვეტპრეპარატები – 3 ლარი;
  • კომუნალური და სხვა ხარჯები – 20 ლარი;
  • მიღებული საინკუბაციო კვერცხი 70-80 ცალი (1 ცალის წონა: 80-90გ);
  • 1 ცალი საინკუბაციო კვერცხის ფასი – 4 ლარი;
  • კვერცხდების დამთავრებისას (14 თვის ასაკი) – დედლის წონა 7-8 კგ/ მამლის წონა 10-12კგ;
  • 1 კგ ცოცხალი წონის ფასი 11-12 ლარი;
  • ჯამური დანახარჯი: 170-180 ლარი; 320 ₾ + 80 ₾ (80 კვერცხის რეალიზაცია + 14 თვის ცოცხალი დედალი ინდაურის სარეალიზაციო ფასი) = 400 ლარი (მოგება) //
  • სუფთა მოგება 14 თვეში: 400 ₾ (მოგება) – 180 ₾ (ჯამური ხარჯი) = 220 ლარი.

 

0-2 კვირა გამოზრდის საწყისი პერიოდი

ინდაურის ჭუკის გამოზრდის რეკომენდაცია :

  • სიცოცხლის პირველი 2 კვირა ჭუკები იზრდებიან ბრუდერში (სპეციალურ ყუთში) ან მანეჟზე (ძირზე ცხაურებიანი გალიით), ასეთ კომპაქტურ სისტემაში მარტივია საჭირო კლიმატური და გარემო პირობების შექმნა და შენარჩუნება.
  • გამოზრდის პირველ კვირებში ჭუკებს სჭირდებათ მაღალი ტემპერატურა, არ უყვართ სინესტე და ტემპერატურის სწრაფი ცვალებადობა (იხ. ცხრილი #1); შენობაში სასურველი ტემპერატურის მისაღებად დაგჭირდებათ გამათბობელი(დენის ქურა, ინფრაწითელი ნათურა ან ბუნებრივი აირის/შეშის ღუმელი);
  • სიცოცხლის პირველ დღეებში ჭუკებს ცუდი მხედველობა აქვთ და უჭირთ საკვების მოძებნა და მიღება, ამიტომ მნიშვნელოვანია, ინდაურის საფრინველე იყოს საკმარისი ხნით და ინტენსივობით (სიკაშკაშე-ლუქსი) განათებული, განათების სტანდარტი (იხ. ცხრილი #1);
  • სხვა შინაური ფრინველებისგან განსხვავებით, ინდაურის ჭუკებს მოთხოვნა აქვთ საკვებში ცილის მაღალ შემცველობაზე  (28-25%); სასურველია, საკვებში გამოყენებული იყოს ცხოველური წარმოშობის ცილის წყარო. ინდაურის ჭუკს პირველი 2 კვირა ეძლევა სპეციალური კომბინირებული საკვები, რომელიც შეიცავს ყველა საჭირო კომპონენტს ჭუკის სრულფასოვანი ზრდისა და განვითარებისთვის. საკვები მიაწოდეთ მშრალი სახით, ყოველგვარი დანამატის გარეშე, ნებაზე.
  • ჭუკებს  წყალი  მიაწოდეთ ნებაზე, წყალი იყოს სუფთა და ოთახის  ტემპერატურის +15-220C გრადუსის ფარგლებში. სარწყულებლები ისე მოაწყვეთ, რომ ჭუკები არ დასველდნენ, დასველება და გაცივება იწვევს ჭუკების სიკვდილიანობას!
  • ჟანგბადით მდიდარი ჰაერი მნიშვნელოვანია ინდაურის ჯანმრთელობისა და პროდუქტიულობისათვის, ამისთვის საჭიროა ინდაურის გამოსაზრდელი შენობის პერმანენტული ვენტილაცია-განიავება/ვენტილაციის ნორმაა: 1 კგ ცოცხალ წონაზე: ზაფხულში, გაზაფხულსა და შემოდგომაზე: 6-5 მ3/სთ-ში, ზამთარში 1,5-1 მ³/სთ-ში. ჰაერცვლისთვის დაგჭირდებათ ვენტილატორი (ვენტილატორის სიმძლავრის განსაზღვრა ხდება ფრინველის რაოდენობაზე გაანგარიშებით – საჭირო ვენტილაციის წარმადობის მიხედვით).
  • ჩასმის სიმჭიდროვე:  25-30 ფრთა/1მ2-ზე   // (200-250 ფრთიანი  გუნდი);
  • დარწყულების ფრონტი:  1 ფრთაზე – 1 სმ;  
  • კვების ფრონტი: 1 ფრთაზე – 1 სმ;                                                                
  • ფრინველის შენარჩუნება: 97-99 %;
  • ერთი დღის   ჭუკის წონა:  50-55 გ;
  • ერთი კვირის ჭუკის წონა: 170-180 გ;
  • ორი კვირის ჭუკის წონა:  400-420გ;
  • საკვების დანახარჯი 1 ფრთაზე : 250-270 გ.                                                          

 

2კვირიდან –  7 თვის ასაკამდე სახორცედ გამოზრდის პერიოდი

ინდაურის  მოზარდის სასუქად / სახორცედ შენახვის რეკომენდაცია:      

  • 2 კვირის ასაკიდან ჭუკი გადაჰყავთ საწყისი გამოსაზრდელი  გალიიდან ან ყუთიდან სასუქი ფრინველისთვის განკუთვნილ საფრინველეში ქვეშსაფენზე, სადაც იზრდება მთლიანი სუქების პერიოდი (ქვეშსაფენად გამოიყენება ბურბუშელა 10 სმ სიღრმის 1მ2-ზე 10-11 კგ ოდენობით). ასევე იატაკურად ინახება ინდაური კვერცხდების პერიოდშიც (ზოგჯერ გალიაში საწყისი ზრდა ხანგრძლივდება 2 თვემდე, თუმცა გალიური შენახვის დროს მაღალია ტრავმების რისკი (გალიაში ტრავმების თავიდან აცილების მიზნით ინდაურს ორივე ფეხზე უკანა და პირველ თითს კვეთენ); ჩასმის სიმჭიდროვე გალიაში 1 ფრთაზე: 700-800 სმ2-ია);
  • 6-7 კვირის ასაკიდან შეგიძლიათ მოზარდი გაუშვათ მინდორში, რომ დღის განმავლობაში მცენარეულობითა და მწერებით იკვებოს (ეს შეამცირებს საკვებდანახარჯს), თუმცა ღამე ფრინველმა უნდა გაათიოს შენობაში, სადაც მას ნებაზე უნდა მიაწოდოთ სპეციალური კომბინირებული საკვები, რომელიც განკუთვნილია სასუქი ინდაურისთვის, რაც უზრუნველყოფს ინდაურის მაღალ სიცოცხლისუნარიანობას, წონამატს და ფეხების ჯანმრთელობას. ინდაურს ხშირად აქვს ფეხებთან დაკავშირებული პრობლემები და მოტეხილობები, ამიტომ აუცილებელია სრულფასოვანი, მინერალებით და ვიტამინებით მდიდარი დაბალანსებული საკვები (იხ. ცხრილი #2);
  • ინდაურებს არ უყვართ დასველება, ნამი და წვიმიანი ამინდი, ამიტომ მინდორში არ გაუშვათ დილით;
  • მინდორში საძოვარზე გაშვებული ინდაური სასურველია დამუშავდეს ჭიებზე (ჩაუტარდეს დეჰელმინთიზაცია). კონსულტაციისთვის მიმართეთ ვეტერინარს;
  • ქვეშსაფენზე შენახვისას ყურადღება მიაქციეთ ინდაურის ჯანმრთელობის მდგომარეობას (დიდია დაავადებების – კოქციდიოზის და ენტერიტის რისკი). კონსულტაციისთვის მიმართეთ ვეტერინარს;
  • ინდაურებში კანიბალიზმისა და საკვების ფანტვის თავიდან აცილების მიზნით სასურველია დებიკირება (ნისკარტის ნაწილის მოკვეთა). კონსულტაციისთვის მიმართეთ ვეტერინარს;
  • აუცილებელია ფრინველის ვაქცინაცია ვირუსულ დაავადებაზე. კონსულტაციისთვის მიმართეთ ვეტერინარს;
  • ნებისმიერი ასაკისა და მიმართულების ინდაურში არასდროს შეცვალოთ საკვების ფაზა ან რაციონი მყისიერად. აუცილებელია, ყოველგვარი ცვლილება მოხდეს ნელ-ნელა, საფეხურებრივად 3-4 დღის განმავლობაში (ეს საჭიროა ახალ საკვებთან შეგუებისთვის);

4,5 თვიდან   14-15 თვის ასაკამდე მშობელთა (სადედე) გუნდის შენახვის პერიოდი

 

  მშობელთა გუნდის შენახვის რეკომენდაცია:         

  • სადედე გუნდის მომზადება იწყება 4,5 თვის ასაკში დედალი და მამალი ფრინველების განცალკევებით და სადედე გუნდისთვის მისაღები ნიშან-თვისებების მქონე ინდივიდების გადარჩევით. გადარჩევის შემდეგ დედალი და მამალი მოზარდი იზრდება ცალ-ცალკე 7,5 თვის ასაკამდე. ამ პერიოდში  (4,5დან – 7,5 თვის ასაკამდე)  სარემონტო მოზარდი გადაგვყავს შეზღუდულ კვებაზე (იხ.ცხრილი #2), რაც ხელს უწყობს მათ სწორ განვითარებას, იცავს ფრინველს გადასუქებისგან და ნაადრევი მომწიფებისგან, სასურველია, ფრინველს, უკეთესი განვითარებისთვის, ჰქონდეს სასეირნო სივრცე; მამლების  საბოლოო გადარჩევას ვატარებთ  7.5 თვის  ასაკში და ვუშვებთ მათ დედლების ჯგუფთან  (სქესთა შორის თანაფარდობა: 15 დედალზე – 1 მამალი); ერთ ჯგუფში მაქსიმუმ უნდა იყოს 200-250 ფრთა დედალი და შესაბამისი თანაფარდობის მამალი (15 ფრთა);      
  • აუცილებელია, სადედე გუნდი გამოვკვებოთ სპეციალურად სადედე გუნდისთვის განკუთვნილი კომბინირებული საკვებით, რაც უზრუნველყოფს მათ სწორ ზრდა-განვითარებას და კვერცხდების მაღალ მაჩვენებელს;
  • გამოზრდის საწყის პერიოდში თითოული სადედე დედალი ინდაურის მისაღებად ანგარიშობენ: 2 ფრთა ერთდღიან დედალ ჭუკს/ ხოლო თითო სადედე გუნდის მამალზე 5 ფრთა ერთდღიან მამალ ჭუკს (ინდაურებში გამოზრდის საწყის პერიოდში მაღალია მამალი ფრინველის სიკვდილიანობა);                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                
  • ინდაური კვერცხდებას იწყებს 9-10 თვის ასაკიდან და ასრულებს 4-5 თვეში (13-14 თვის ასაკში) ამ პერიოდში ერთი დედლისგან მიღებული კვერცხის რაოდენობა შეადგენს 90-100 ცალს; კვერცხდების დასასრულს ხდება ფრინველის  სახორცედ რეალიზაცია;
  • დედალი ინდაური გამოირჩევა მაღალი მოკრუხების ინსტინქტით (მოკრუხების შემდგომ დედალი წყვეტს კვერცხდებას, რაც იწვევს პროდუქტიულობის შემცირებას) ამიტომ აუცილებელია საბუდარში დადებული კვერცხის დროული და ხშირი ამოცლა;  საბუდრის ზომებია: სიღრმე X სიგანე X სიმაღლე შესასვლელში (56X36X40სმ);
  • თუ სადედე გუნდი არ არის საკარმიდამო პირობებში გაშვებული, აუცილებელია თვეში ერთხელ მის რაციონში შევიტანოთ 3-5მმ ზომის ნაწილაკების ხრეში (ერთ ფრთაზე 3-5 გრამის ოდენობით).

საინდაურე შენობის მიკროკლიმატი და განათება: ცხრილი #2

  • დარწყულების ფრონტი:  1 ფრთაზე – 3 სმ;  
  • კვების ფრონტი: 1 ფრთაზე: 8-10 სმ;

 

საკვების მოხმარება კვირების მიხედვით: ცხრილი #1

 

  • შეზღუდული კვების პერიოდი                ;
  • ლუქსი(Lux)- განათების სიმძლავრე

 

მარტივი საფრინველის პროექტი 10 ფრთა სახორცე ინდაურისთვის

  • რაოდენობა: 10 ფრთა ადგილობრივი პოპულაციის ინდაური;
  • საინდაურე შენობის მთლიანი ფართი: 12 მ2 (3×4მ) (1მ2-ზე იანგარიშება 24 კგ ცოცხალი წონის მიღება);
  • საძოვარი ეზოს ფართი (მწვანე მასის და მწერების ათვისებისთვის) 1500-2000 მ2 (0.15-0.2ჰა);
  • ზამთრის ვოლიერის ფართი – 30მ2  (3×10მ);
  • საინდაურეს და ვოლიერის მშენებლობის ხარჯი (მიწის ნაკვეთის და ეზოს შემოღობვის გარდა) 3000-3100 ლარი;
  • საჭირო სრული აღჭურვილობის ხარჯი: 450-500 ლარი (ბრუდერი, საკვებურები, სარწყულებლები და სხვა).

მოთხოვნები ინდაურის  გამოსაზრდელი  საფრინველე შენობის მიმართ

  • საფრინველე არ უნდა იყოს ხმაურიან ადგილზე აშენებული;
  • შიგნით არ უნდა იქმნებოდეს ორპირი ქარი;
  • საფრინველე შენობა უნდა იყოს კარგად განათებული;
  • საფრინველეში არ უნდა იყოს ნესტი და მომატებული ტენიანობა;
  • უნდა იყოს დაცული მავნებლებისგან (მტაცებელი ცხოველები და  ფრინველები, მღრღნელები, მწერები);
  • ინდაურის სასეირნო ეზო და ვოლიერი უნდა იყოს სათანადოდ შემოღობილი ღობით ან მავთულბადით;
  • ინდაურის გამოსაზრდელ შენობაში დაცული უნდა იყოს: სანიტარია, ჰიგიენა. დაუშვებელია მტვერი;
  • პერიოდულად უნდა ტარდებოდეს საკვებურებისა და სარწყულებლების დარეცხვა-დეზინფექცია და ასევე, ქვეშსაფენის განახლება – ახალი ბურბუშელის მოფანტვა;   ზრდასრული ინდაურები ხმაურიანი ფრინველები არიან (გასათვალისწინებელია სამეზობლო დასახლება);
  • ფრინველის სტრესის თავიდან აცილებისა და ბიოუსაფრთხოების მიზნით საინდაურე შენობაში უცხო პირები არ უნდა იქნან დაშვებული;
  • საინდაურე აღჭურვილი უნდა იყოს: საკვებურებით და სარწყულებლებით, ქანდარებით, განათებით და საჭიროების შემთხვევაში (ზამთარში) გათბობის წყაროთი, სადედე გუნდის გამოზრდის შემთხვევაში აუცილებელია საბუდრები.
  • მინდორში თავშესაფარი: სიცხისგან, წვიმისგან და მტაცებლებისგან.
  • საძოვარი ერთ ფრთაზე 150-200 მ2.
  • წყარო: farmerschool.ge
  • მწყერის ჯიშების აღწერა. ველური და შინაური მწყერი ფრინველი
  • სასუქი მწყერი რომ ეფექტიანად გამოზარდოთ, სასურველია, დედალი და მამალი მწყერი ცალ-ცალკე გყავდეთ. ეს გააუმჯობესებს მწყრის დღიურ და ჯამურ წონამატს, მოხმარებული საკვების ეფექტურობას (კონვერსია), გაზრდის შენარჩუნების მაჩვენებელს, შეამცირებს სასუქ პერიოდს. სასუქ გუნდში სქესზე გარჩევა და დაჯგუფება ხდება 2.5-3 კვირის ასაკში, მოზარდის ბრუდერიდან (საწიწილე)  სასუქი ფრინველისთვის განკუთვნილ გალიებში გადაყვანის პერიოდში.
  • მნიშვნელოვანია, მწყრის სუქების დროს სამწყერეში იყოს ოპტიმალური ტემპერატურა, რადგან ის განსაზღვრავს დღის განმავლობაში მწყრის მიერ სტანდარტულ საკვებ მოხმარებას და მის მაქსიმალურად ეფექტურ შეთვისებას. სუქების პერიოდში აუცილებელია, სამწყერეში ტემპერატურა იყოს 20-22 0 C გრადუსი/ ტენიანობა კი 65-70%.
  • მწყერი გამოირჩევა დაჩქარებული ნივთიერებათა ცვლით (მეტაბოლიზმი) და სწრაფი ზრდა-განვითარებით. ზრდის მაღალი ტემპი მოითხოვს დიდი რაოდენობით ჟანგბადის მოხმარებას, ამიტომ აუცილებელია, სასუქი მწყრის საფრინველე მომარაგებული იყოს საკმარისი რაოდენობის ჟანგბადით (გამოიყენეთ ხელოვნური ვენტილაცია:  ფრინველის 1 კილოგრამ ცოცხალ წონაზე წელიწადის ცხელ პერიოდში 5 მ3 /საათში, ხოლო წელიწადის ცივ პერიოდში 1,5 მ3/სთ). აღნიშნული ვენტილაცია ხელს შეუწყობს საფრინველიდან ზედმეტი ტემპერატურის, ტენიანობისა და მწყრის სკორიდან (სკინტლი) უხვი რაოდენობით წარმოქმნილი მავნე აირის (ამიაკის) მოშორებას.
  • სასუქ მწყერს დღის მანძილზე ნებაზე უნდა ეძლეოდეს საკვები (ორჯერადი დაყრით) და წყალი. მოშინაურებული მწყერი ახლოს დგას გარეულ ფრინველებთან და დიდი მოთხოვნა აქვს ცხოველურ ცილაზე (პროტეინი); ეფექტური ზრდისთვის, სასურველია, სასუქი მწყრის საკვების რაციონში შერეული იყოს ცხოველური ცილის წყარო (ძვალ-ხორცის, სისხლის, ჭიაყელას ფქვილი);
  • წყარო: farmerschool.ge

4 სასარგებლო რჩევა მწყრის სუქებაზე | Farmer School

ბუმბულის მიხედვით

  • ბუმბულის მიხედვით შეგვიძლია დავიწყოთ სქესზე გარჩევა 2,5-3 კვირის ასაკში.
  • მამალს მკერდზე ბუმბულის მოყავისფრო შეფერილობა აქვს.
  • დედალს აქვს შავი ლაქებით დაწინწკლული ბაცი ფერის მკერდი.

ეს ვრცელდება მწყრის ჯიშებზე: ფარაონი და იაპონური.

4 სასარგებლო რჩევა მწყრის სუქებაზე | Farmer School

მანჯურიულ მწყერში:                              

  • მამლებს აქვთ სახის ყავისფერი შეფერილობა ან ზოლები, ხოლო
  • დედლებს  შავი ხაზები სახეზე

4 სასარგებლო რჩევა მწყრის სუქებაზე | Farmer School

სქესის გარჩევა კლოაკით: შესაძლებელია მომწიფების პერიოდში (5-6 კვირის ასაკი). მამლებს კლოაკის ქვეშ აქვთ ჯირკვალი, რომელზე თითის ფრთხილი დაჭერითაც კლოაკიდან თეთრი ქაფი გამოდის. დედლებს ასეთი ჯირკვალი არ აქვთ. მათ ძირითადად უფრო დიდი, გამოკვეთილი და განიერი კლოაკა აქვთ.

4 სასარგებლო რჩევა მწყრის სუქებაზე | Farmer School

მამალი: მცირე კლოაკა დიდი ჯირკვლით; მასზე დაწოლით წარმოიქმნება ქაფი.

4 სასარგებლო რჩევა მწყრის სუქებაზე | Farmer School

დედალი: დიდი კლოაკა ჯირკვლის გარეშე, ქაფის გარეშე, შესაძლოა მცირე ლორწოვანი გამონადენი.

წყარო: farmerschool.ge

ცხოველი

🐇🐇🐇ბოცვერი ადვილად და სწრაფად მრავლდება, მაგრამ არსებობს რისკები რომელთა გაუთვალისწინებლობის შთხვევაში, შესაძლებელია ბოცვრები მასიურად დაიხოცონ.გასათვალისწინებელია როგორც კვების რაციონი ასევე გარემო პირობები და ჰიგიენა.არსებობს სხვადასხვა სახის დაავადებები რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს ზემოთ აღნიშნულის არ გათვალისწინებით და აუცილებელია სიმპტომების აღმოჩენისას სწრაფი რეაგირება, შესაბამისი პროცედურების და მკურნალობის კურსის ჩატარება, რათა თავიდან ავიცილოთ სავალალო შედეგები.

Veterinarians - Gainesville Rabbit Rescue

მნიშვნელოვანია საკვების ხარისხი. პირველ რიგში უნდა იყოს ბუნებრივი და ჯანსაღი.მარცვლეულის შემთხვევაში არარის რეკომენდირებული ნედლი მასის გამოყენება რადგან როგორც ცხოველი ისე ფრინველი ძნელად ამუშავებს და ხშირია უარყოფითი შედეგები. რაც შეეხება დაღერღილ მასას, უნდა შევინახოთ მშრალ ადგილას რათა თავიდან ავიცილოთ დანესტიანება, რამაც შესაძლებელია უფრო პატარა ასაკზე გამოიწვიოს სიკვდილიანობა.ასევე მარცვლეული სასურველია იყოს სუფთა აღების შემდეგ და არ იყოს შერეული ბალახის თესლი, თუ დააკვირდებით შავი ფერის პატარა მარცვლებია რისი მიღების შემთხვევაშიც მეფრინველეობაში ხშირია კუჭნაწლავის დაავადებები. მეფრინველეობაში დიდი მნიშვნელობა აქვს მწვანე მასას, განსაკუთრებით წიწილობის პერიოდში სასარგებლოა მოხარშული ჭინჭრისა და სხვა მინდვრის მცენარეების მიცემა საკვებად. რაც შეეხება მებოცვრეობას აქ პირიქითაა მწვანე მასა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ნედლი, როგორც მინიმუმ რამოდენიმე დღის მოთიბული მაინც უნდა იყოს, შესაძლებელია ნედლმა მასამ გამოიწვიოს ფაღარათი, შებერილობა, რაც ბოცვერში ხშირ შემთხვევაში სიკვდილიანობას იწვევს.როგორც მებოცვრეობაში ასევე მეფრინველეობაში , რეკომენდირებულია კომბინირებული კვება,რაც გულისხმობს დროის შუალედებში, ბუნებრივი პროტეინებითა და მინერალებით შეზავებული საკვების დოზირებით მიწოდებას.

გორის მუნიციპალიტეტში მარცვლეული კულტურა 5 740 ჰექტარზეა ასაღები

დიდი მნიშვნელობა აქვს წყლის ხარისხს.საწყურებელში მუდმივად უნდა ხდებოდეს წყლის განახლება.არავითარ შემთხვევაში არშეიძლება როგორც ფრინველმა ისე ცხოველმა მიიღოს დაბინძურებული წყალი. ხშირშემთხვევაში დაბინძურებული წყალი გამომწვევი მიზეზია კუჭნაწლავის სხვადასხვა დაავადების.რეკომენდირებულია საწვეთურით ეგრედწოდებული (ნიპელით) წყლის მიწოდება.

Crossfit and Fitness Blog - Crossfit Leyland

ძაღლის ვაქცინაცია. როდის უნდა გავუკეთოთ ლეკვს აცრა?!


 

ლეკვის ვაქცინაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია მეპატრონისთვის. რა არის საჭირო პატარა ოთხფეხა მეგობრისთვის და რა არა, ხომ არ არის საშიში ვაქცინაცია?!

ძაღლებს, ისევე როგორც ადამიანებს შესაძლოა სხვადასახვა დაავადება შეხვდეთ, რომელთაგანაც ზოგიერთს სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია ახალგაზრდა და ძლიერი ძაღლისთვისაც კი. ვირუსები ყველგანაა - მიწაზე, ბალახზე, ჰაერში, ჩვენს ტანსაცმელსა თუ ფეხსაცმელზე. როგორ ფრთხილადაც არ უნდა იყოს პატრონი და როგორც არ უნდა ზრუნავდეს თავის მეგობარზე, ძაღლი მაინც დაუცველია თუ საშიში ვირუსების მიმართ იმუნიტეტი არ აქვს, რომლის გამომუშავება კი დროული და სწორი ვაქცინაციით არის შესაძლებელი.

ქვემოთ მოცემულია ყველაზე გავრცელებული და საშიში დაავადებები, რომლითაც შესაძლოა დაავადდეს ძაღლი:

  • ცოფი. დაავადება ყველა შემთხვევაში ცხოველის სიკვდილით მთავრდება. გადამდებია ადამიანისთვის. ვაქცინაცია სავალდებულოა;
  • პაროვირუსული ენტერიტი. ვრცელდება დაავადებული ცხოველისგან ან გადამტანი მწერებისაგან. დაავადების სიმპტომებია: უმადობა, ღებინება , ფაღარათი, რომლის დროსაც ფეკალური მასა ყვითელი ან რუხი ფერისაა, ხშირად სისხლიც ახლავს თან. ღებინება და ფაღარათი იწვევს ცხოველის დეჰიდრატაციას, რაც უმეტესად ფატალურად მთავრდება. ეს დაავადება განსაკუთრებით საშიშია ლეკვებისთვის.
  • ჭირი. ეს დაავადება ვრცელდება ჰაერ-წვეთოვანი გზით, ხასიათდება ციებ ცხელებით, პნევმონიით, ლორწოვანი გარსების ანთებით, კანის ეგზანთემით, ნერვული სისტემის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნციის მოშლით. რთულია მისი მკურნალობა, ამიტომ ძაღლების დიდი ნაწილი იღუპება.
  • პარაგრიპი. ვირუსი ზემოქმედებს ცხოველის ზედა სასუნთ გზებზე. ძაღლს აღენიშნება ხველა, გამონადენი ცხვირიდან. დაავადება სასიკვდილო არ არის, თუმცა შესაძლოა სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.
  • ლეპტოსპიროზი. მწვავე დაავადებაა, რომელსაც თან ახლავს ციებ-ცხელება, ღებინება, წყულოვანი სტომატიტი, ტკივილი მუცლის არეში. გადაედება დაავადებული ცხველებისგან, მათ შორის მღრღნელებისა და მტაცებლებისგან. გადამდებია ადამიანისთვისაც.
  • ლაიმის დაავადება, იგივე ბორელიოზი, რომელსაც ტკიპის ნაკბენი იწვევს. ლაიმის დაავადება ხასიათდება კანის, გულის, ნერვული სისტემისა და სახსრების დაზიანებით. ტკიპის ნაკბენის შემდეგ რამდენიმე თვე ცხოველს აქვს ქრონიკული დაღლილობის სინდრომი და ტკივილები სახსრებსა და კუნთებში. არასწორი მკურნალობით  ეს შესაძლოა ლეტალურადაც დასრულდეს.
  • კორონავირუსი (კორონავირუსული ენტერიტი). მიმდინარებს უმადობით, ძილიანობით, უხასიათობით და ფაღართით. გადაედება დაავადებული ცხოველისგან ან მათი ფეკალიებიდან.

ვეტერინართან შეგიძლიათ მიიღოთ რეკომენდაციები რომელ დაავადებზეა საჭირო აცრის გაკეთება.

 

 მზადება ვაქცინაციისთვის ძაღლის აცრა

შინაური ცხოველების ვაქცინაციისთვის არსებობს საერთო წესები, რომელთა დაცვაც აუცილებელია ყველასთვის:

  1. ვაქცინაცია შესაძლოა ჩატარდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლეკვი (ძაღლი) სრულიად ჯანმრთელია;
  2. აცრამდე 10-12 დღით ადრე აუცილებლად უნდა ჩატარდეს დეჰელმენტიზაცია, რადგან ჰელმინთების არსებობა ორგანიზმში ასუსტებს იმუნიტეტს და არაეფექტურს ხდის ვაქცინაციას;
  3. აღნიშნული პროცედურის ჩატარება არ არის სასურველი სარძევე კბილების მოცვლის პერიოდში;
  4. აცრამდე არ შეიძლება ლეკვის გაყვანა სასეირნოდ, მოარიდეთ სხვა ცხოველებთან კონტაქტს.
  5. უზრუნველყავით ლეკვის (ძაღლის) სწორი და სრულფასოვანი კვება.

 

როდის უნდა გავუკეთოთ ლეკვს ვაქცინაცია?

ლეკვის ვაქცინაციის ჩატარება ჩვეულებისამებრ ხდება 8-12 კვირის განმავლობაში. მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ დედა ვაქცინირებული იყო და ლეკვი დედის რძით იკვებებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ლეკვს სათანადო იმუნიტეტი ვერ ექნება გამომუშავებული და მისი აცრა შეიძლება 4-6 კვირის ასაკში სპეციალური ვაქცინით. ინექციის შემდეგ დაუშვებელია ლეკვის ბანაობა, გარეთ გაყვანა. პირველი ვაქცინაციის შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება და მოფრთხილება სჭირდება მას. ამ დროს შესაძლოა ცხოველს აღენიშნებოდეს ტემპერატურის მატება, დიარეა, სისუსტე.

მეორე ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს 2-3 კვირაში. როგორც წესი, მეორე აცრის შემდეგ ძაღლი უკეთესად გრძნობს თავს, თუმცა 10-12 დღის განმავლობაში მაინც უნდა მოარიდოთ გარეთ გაყვანას, ცხოველებთან კონტაქტს, გაციებას.

მესამე ვაქცინაცია ტარდება მას შემდეგ, რაც ლეკვი მოიცვლის სარძევე კბილებს. დაახლოებით 6-7 თვის ასაკში. მესამე კომპლესურ ვაქცინაცასთან ერთად ან მის შემდეგ უკეთდება ცოფის საწინააღმდეგო აცრაც.

შემდეგ ძაღლს როგორც კომპლექსური, ასევე ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უტარდება 1 წლის შემდეგ და ასე მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

 

ვაქცინაციის შედეგები

ყველა ძაღლის ორგანიზმი ინდივიდუალურია, ამიტომ ზოგიერთ მათგანს ვაქცინაციის შემდეგ შესაძლოა მცირე გართულებები აღენიშნებოდეს. რეაქცია შეიძლება გამოიხატოს ტემპერატურის მატებაში, უხასიათობაში, უმადობაში და სხვა. ამ დროს არ შეიძლება ლეკვის შეწუხება, ჭამის დაძალება. სუფთა წყალი კი აუცილებლად უნდა მიიღოს ცხოველმა. ვაქცინაციის შემდგომი სიმპტომები ჩვეულებრივ 1-3 დღეში გადის, მაგრამ თუ მეტ ხანს გაგრძელდა ან ძაღლის მდგმარეობა გართულდა, ნუ გადადებთ ვეტერინართან ვიზიტს.

ინექციის ადგილზე შესაძლოა გაჩნდეს შეშუპება ან სიმაგრე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ არასწორად მოხდა ინექციის გაკეთება. დროთა განმავლობაში სიმაგრე თავისთავად გაიწოვება, მაგრამ თუ გარკვეული დროის განმავლობაში ეს არ მოხდა შესაძლოა ქირურგიული ჩარევა ან მედიკამენტოზური მკურნალობა დაჭირდეს. შესაძლოა კანქვეშ ინფექცია იყოს განვითარებული.

თუ აცრის შემდეგ ლეკვს შეენიშნება გახშირებული ნერწყვდენა, ქშენა და კანის სილურჯე, დიდი ალბათობით ვაქცინამ ალერგიული რეაქცია გამოიწვია. ასეთ შემთხვევაში მედიკამენტური ჩარევის გარეშე ვერ გამოხვალთ. ალერგიამ დრული ჩაურევლობის შემთხვევაში შეიძლება ცხოველის სიკვდილიც კი გამოიწვიოს, ამიტომ სასწრაფოდ წაიყვანეთ ან დარეკეთ ვეტერინართან. შეგიძლიათ ზეპირი კონსულტაციაც მიიღოთ, რათა დრო არ დაკარგოთ ცხოველის კლინიკაში გადაყვანაზე. როგორც წესი, ძაღლებსაც ადმიანისთვის განკუთვნილი ანტიჰისტამინური მედიკამენტებით მკურნალობენ. ძირითადად ესენია ტავეგილი და სუპრასტინი. მაინც დააზუსტეთ ვეტერინართან კონკრეტული მედიკამენტი და მიღების წესი.

თუ ალერგიული რეაქცია დაფიქსირდა, შემდეგ ვაქცინაციამდე საჭირო იქნება ანტიალერგიული მკურნალობის ჩატარება.

 

განსაკუთრებული შემთხვევები

ორსული ძაღლების ვაქცინაცია არ შეიძლება. აცრა უნდა ჩატარდეს შეჯვარებამდე ან მშობიარობის შემდეგ, როცა ლეკვებს 12 კვირა შეუსრულებდათ. ვაქცინირებული დედისგან ჯანმრთელი და მყარი იმუნიტეტის მქონე ლეკვები იბადებიან, იშვიათად ავადდებიან, დაავადების შემთხვევაში კი მალევე გამოდიან მდგომარეობიდან. ამიტომ არავაქცინირებული ძაღლის შეჯვარება რეკომენდებული არაა.

სუსტი ან ავადმყოფი ცხოველის აცრა დაუშვებელია. ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს მას შემდეგ, რაც ძაღლი სრულად გამოჯანმრთელდება. ზუსტი პერიოდი მკურნალმა ვეტერინარმა უნდა განსაზრვროს. სუსტი იმუნიტეტის შემთხვევაში ორგანიზმი ვაქცინას ვერ გაუმკლავდება და ძაღლი შესაძლოა უფრო რთული ფორმებით დაავადდეს. უკეთეს შემთხვევაში კი უბრალოდ არაეფექტური იქნება ვაქციანცია.

ასაკოვან ძაღლებს (8 წლის შემდეგ) კომპლექსურ აცრას წელიწადში ორჯერ უკეთებენ, ცოფის საწინააღმდეგოს კი - ერთხელ.

ქუჩიდან ან თავშესაფრიდან აყვანილი ძაღლის აცრა მხოლოდ ვეტერინარის კონსულტაციის შემდეგ შეიძლება. ის განსაზღვრავს ცხოველის ასაკს და ვაქციაციის სქემას. შესაძლოა ანტისხეულებზე სისხლის ანალიზის ჩატარება გახდეს საჭირო, რათა გაირკვეს აცრილი იყო თუ არა ძაღლი.

ლეკვის ვაქცინაცია

დროულ და სწორ ვაქცინაციას შეუძლია თქვენი საყვარელი მეგობრის ჯანმრთელობის შენარჩუნება და მისი სიცოცხლის გახანგრძლივება. ამიტომ ნუ დატოვებთ უყურადღებოდ ამ თემას.

წყარო:petario.com

ყველაფერი კატის აცრასთან დაკავშირებით

 


 

ოთხფეხა მეგობრის ჯანმრთელობა ყველა მეპატრონისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხია. პროფილაქტიკური აცრები საშუალებას იძლევა მრავალი დაავადებისგან დავიცვათ ისინი. ამ სტატიაში განვიხილავთ აცრებთან დკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს. მაგალითად, საჭიროა თუ არა კატისთვის აცრა, როდის და რაზე უნდა ავცრათ, როგორ მოვამზადოთ ცხოველი ვაქცინაციისათვის და სხვა.

კნუტის აცრა

 აუცილებელია თუ არა კატის აცრა

ამ საკითხზე არსებობს განსხვავებული შეხედულებები. ზოგი მეპატრონე დაავადებაზე მეტად ვაქცინის შედეგებზე ნერვიულობს, ზოგს უბრალოდ აფიორა ჰგონია, ზოგი კი უსახსრობის გამო ვერ ახერხებს ამას. უმეტესობა კი მაინც ამჯობინებს აცრების მეშვეობით დაცული ჰყავდეს თავისი ფუმფულა მეგობარი.

 საჭიროა თუ არა სახლის კატის აცრა, თუ ის გარეთ არ გადის

ბევრი თვლის, რომ სახლის ფისოებს, რომლებიც ქუჩაში არ გადიან, დაავადების შანსი არ აქვთ. სამწუხაროდ, ეს ასე არაა. დაავადება შეიძლება შეხვდეს ყველა ფისოს.

როგორ შეიძლება დაავადდეს კატა?

მართალია თქვენი ფისო გარეთ არ გადის, მაგრამ დადიხართ თქვენ. ასე რომ,  მარტივად შეიძლება გარედან ტანსაცმლით ან ფეხსაცმლით მიიტანოთ სახლში ვირუსი. დაუბანელი ხელებით მოფერების შედეგად შესაძლოა დაავადოთ ცხოველი. ასევე არავინ არის დაზღვეული იმისგან, რომ სადარბაზოში ან აივანზე არ გაიპარება ფისო და სხვა ცხოველთან კონტაქტი არ ექნება. საფრთხე არსებობს ვეტკლინიკაში ვიზიტის დროსაც და ა.შ.

ასე რომ, ნუ გარისკავთ თქვენი კრუტუნა მეგობრის ჯანმრთელობას იმ იმედით, რომ კონკრეტულად თქვენი ფისო არ დაავადდება.

 ვაქცინაციის დადებითი მხარეები

  1. დაცვა ინფექციური დაავადებებისგან;
  2. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი კატა ვინმეს დაკაწრავს ან უკბენს პასუხისმგებლობა არ დაგეკისრებათ;
  3. უპრობლემოდ შეძლებთ თქვენი ოთხფეხა მეგობრის ქვეყნიდან გაყვანას;
  4. შეძლებთ მიიღოთ მონაწილეობა გამოფენებში;
  5. ვაქცინაციის გარეშე სუფთა ჯიშის კატასთან შეჯვარების უფლებას არ დაგრთავენ.
  6. ვაქცინირებული კატის შთამომავლობაც დაცულია ინფექციებისაგან გარკვეული პერიოდის განმავლობაში. დედა კატა რძის საშუალებით გადაცემს კნუტებს იმუნიტეტს;
  7. თავისუფლად შეძლებთ წაიყვანოთ თქვენი ერთგული მეგობარი აგარაკზე, დასასვენებლად, გაიყვანოთ ქუჩაში.

ვაქცინაციის უარყოფოთი მხარეები

  1. ვაქცინაციამ ცხოველთა (1%-მდე) ნაწილში შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. ყველაზე ხშირია: მოთენთილობა, ძილიანობა, უმადობა, ტემპერატურის მატება. ეს სიმპტომები დაახლოებით 24 საათში გადის. უფრო იშვიათად ვაქცინამ შესაძლოა გამოიწვიოს ალერგია, რასაც თან ახლდეს ქავილი, ღებინება, დიარეა და სხვა. ასეთი შემთხვევა ძალიან იშვიათია, მაგრამ თუ მსგავსი რამ შენიშნეთ თქვენს ოთხფეხა მეგობარს, ვეტერინართან ვიზიტს ნუ გადადებთ;
  2. მატერიალური მხარე. კატისთვის აცრის გაკეთება ფასიანია. ხარისხიანი ვაქცინების ფასი დაბალი არ არის

 

რა დაავადებებით შეიძლება დაავადდეს კატა

კატის ყველაზე საშიში დაავადებებიდან ძირითადია:

  • პალნეიკოპენია (კატის ჭირი);

  • რინოტრახეიტი (კატის ჰერპესი);

  • კალიცივიროზი;

  • ქლამიდიოზი;

  • ცოფი;

  • ვირუსული ლეიკემია (კატების ლეიკემია, ლეიკოზი, ლიმფოსარკომა);

  • ინფექციური პერიტონიტი;

  • ლიქენი(ტრიხოფიტია, მიკროსპორია, მკრეჭელი სირსველი);

  • კატის იმუნოდეფიციტი;

  • აუესკის დაავადება (ცრუ ცოფი, ინფექციური ბულბარული დამბლა, ცოფიანი ქეცი).

პალნეიკოპენიის, რინოტრახეიტის, კალცივიროზის და ცოფის საწინააღმდეგო აცრა აუცილებელია კატისთვის, ხოლო დანარჩენი დაავადებების საწინააღმდეგოდ კი სასურველი. დღესდღეობით უმეტესად კეთდება კომპლექსური აცრა, რომელიც აერთიანებს პალნეიკოპენიის, რინოტრახეიტის, კალცივიროზის საწინააღმდეგო ვაქცინას, ასევე ზოგჯერ დამატებით შედის ქლამიდიოზის საწინააღმდეგო ვაქცინაც.

რა სახის ვაქცინები არსებობს და რა ღირს აცრა

ქვემოთ მოცემულია მეტნაკლემაბ გავრცელებული და გამოყენებადი ვაქცინების დასახელებები და მწარმოებლები,ასევე რომელ ვაქცინას რომელი დაავადების საწინააღმდეგო ჩვენება გააჩნია.

აღნიშნული ვაქცინების ფასები განსხვავდება მწარმოებელი ქვეყნისა და დანიშნულების მიხედვით. ასევე ყველა ვეტკლინიკას სხვადასხვა ფასი აქვს. რუსული წარმოების ვაქცინები შედარებით დაბალხარისიანია და უფრო იაფიც ღირს. კომპლექსურ აცრასთან შედარებით იაფია ასევე ცოფის საწინააღმდეგო აცრა. თქვენი ერთგული მეგობრის ჯანმრთელობისთვის, რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნება თუ უფრო მაღალი ხარისხის ვაქცინებს გამოიყენებთ.

ფისოს ვაქცინაცია

 როდის უკეთდება კატას/კნუტს პირველი აცრა და როგორ მოვამზადოთ ამისთვის

აცრები კატას უტარდება 3 თვის ასაკიდან. მაგრამ მანამდე საჭიროა კნუტი მოვამზადოთ ვაქცინაციისათვის. მას კარგი იმუნიტეტი უნდა გააჩნდეს, ამიტომ აცრამდე საჭიროა კარგად ვკვებოთ, ჩავუტაროთ დეჰელმენტიზაცია ანუ დავამუშაოთ ჭიაზე, ასევე უმჯებესია დამუშავებული გყავდეთ პარაზიტებზე(არსებობის შემთხვევაში). დეჰელმეტიზაციიდან 10 დღის შემდეგ შეგიძლიათ გაუკეთოთ პირველი კომპლექსური აცრა, განმეორებითი აცრა კი კეთდება პირველი აცრიდან 21 დღის შემდეგ. მეორე კომპლექსურ აცრასთან ერთად შეგიძლიათ აცრათ ცოფზეც. შემდეგ კომპლექსური და ცოფის საწინააღმდეგო აცრები ტარდება წელიწადში ერთხელ. ვეტერინართან აუცილებლად იქონიეთ ცხოველის პასპორტი, სადაც აღნიშნული იქნება ვაქცინების დასახელებები, ვადები და თარიღები.

 რა შემთხვევაში არ შეიძლება ცხოველის აცრა

აცრამდე ვეტერინარმა აუცილებლად უნდა შეამოწმოს ცხოველი. უნდა გაუსინჯოს ტემპერატურა (ჯანმრთელი კატის ტემპერატურა 38-39 გრადუსია), შეამოწმოს თვალები, ყურები, ცხვირი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ცხოველის აცრა :

  1. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში (გამონაკლისი ვაქცინების გარდა, რომლებიც უსაფრთხოა ასეთ დროს. ამიტომ აუცილებლად დააზუსტეთ ვეტერინართან);
  2. სარძევე კბილების მოცვლის დროს;
  3. თუ კატას ინფექციური დაავადება აქვს;
  4. თუ ახალი გადატანილი აქვს რაიმე დაავადება და დასუსტებულია ორგანიზმი;
  5. თუ ფისოს დაჭიანება აქვს;
  6. ოპერაციის შემდგომი პერიოდის განმავლობაში;
  7. თუ ცხოველს აღენიშნება მოთენთილობა, ღებინება, დიარეა, ტემპერატურა, სისველე ან სხვა.

ვაქცინაციის დროს საჭიროა ცხოველი სრულიად ჯანმრთელი იყოს, რადგან არ მოყვეს შემდგომი გართულებები და აცრაც შედეგიანი იყოს.

 აცრის შემდგომი დაკვირვება

ვაქცინაციის შემდეგ გარკვეული მოფრთხილება სჭირდება ფისოს. ნუ დატვირთავთ ფიზიკურად, მოარიდეთ გადახურებას ან გაცივებას, უმჯობესია მოარიდოთ სხვა ცხოველებთან კონტაქტს, ნუ გაუშვებთ ქუჩაში და ნუ დაგეგმავთ მოგზაურობას/ტრანსპორტირებას მასთან ერთად.

 საბოლოოდ, რა თქმა უნდა , თქვენი გადასაწყვეტია გაუკეთებთ თუ არა თქვენს ოთხფეხა მეგობარს აცრას, მაგრამ უმჯობესი იქნება თუ პროფესიონალებს ენდობით და რისკის ქვეშ არ დააყენებთ თქვენი ფისოების ჯანმრთელობას.

წყარო:petario.com

Картинки девочка гладит кролик, Стоковые Фотографии и Роялти-Фри  Изображения девочка гладит кролик | Depositphotos®

1) ბოცვერი უნდა გვყავდეს: სუფთა, მშრალ და ორპირი ქარისგან დაცულ ადგილზე;

2) 3-5 კარგი მერძეული დედიდან შეგიძლიათ მიიღოთ 320კგ წონის 100-მდე მოზარდი;

3) უნდა ვერიდოთ ნათესაურ შეწყვილებას;

4) ადრე გაზაფხულის ბაჭია ყოველთვის უფრო სიცოცხლისუნარიანია;

5) დედალი ბოცვერი უმჯობესია შევაჯვაროთ 5-6 თვის ასაკში;

6) შეწყვილების დროს დედალი ბოცვერი უნდა ჩავუსვათ მამალს და არა პირიქით;

7) შეწყვილების დროს გალიიდან უნდა ამოვიღოთ ყველანაირი ინვენტარი;

8) დაგრილებიდან 5-6 დღის შემდეგ, დედალს განმეორებით ისევ ვსვავთ მამალთან გადასამოწმებლად;

9) გალიაში ყუთი დაბაჭიანებამდე 5-6 დღით ადრე უნდა ჩაუდოთ;

10) მრავალ ბაჭიანობის დროს უნდა ჩავდგათ ორი ბუდე და ბაჭიები გადავანაწილოთ;

11) დაბაჭიანების დროს ბოცვერს აუცილებლად უნდა ჰქონდეს წყალი;

12) ბოცვერს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საღრღნელი რაიმე საგანი;

13) მოზარდი დედებისათვის წელიწადში საჭიროა:

კონცენტრირებული საკვები – 50კგ;
თივა – 50კგ;
ძირხვენა – 60კგ;
მწვანე მასა – 190კგ.
14) ზრდასრულ დედალს და მამალს მოსვენების პერიოდში უნდა მიეცეს:

45% — კონცენტრატი;
15% — უხეში საკვები;
40% — ძირხვენები.
ლაქტაციის დროს ეს რაციონი იზრდება 3-ჯერ;

15) შეწყვილების და მაკეობის დროს რაციონები – დღიური:

მარცვლოვნები 90 -100გრ;
მზესუმზირას კოპტონი. — 35გრ;
თივა — 180გრ;
ძირხვენები – 250გრ;
მარილი – 1გრ;
16) არა არის რეკომენდირებული მწვანე მასის გამოშრობის გარეშე მიცემა;

17) ასალოკი მარილი უნდა ეძლეოდეს მუდმივად;

ბოცვერის შერჩევისთვის უნდა გავითვალისწინოთ ბოცვრის ტიპები:

1) უხეში ბოცვერი – ამ ტიპის ბოცვერს აქვს უხეში თავი, მასიური ძვლები, უხეში ტყავი, ძლიერი კუნთები, უხეში ბეწვი;

2) მაგარი ბოცვერი – ამ ტიპის ბოცვერს ახასიათებს ნაკლები ცხიმიანობა, თავი მომრგვალო ან მოგრძო. ძვლები მაგარი მკერდი ფართოდ ჩაღრმავებული ტანი მოგრძო, კანი ელასტიური, ასეთი ბოცვერი გამოიყენება სანაშენედ;

3) ნაზი ბოცვერი — ხასიათდება სუსტი ძვლებით, ელასტიური ტყავით, აქვს ნაკლებად განვითარებული კუნთები. ასეთი ტიპი იწუნება;

4) ფუმფულა აგებულების ტიპი – ხასიათდება ძალიან სუსტი ძვლებით, კუნთები გაფუებული, ბეწვი რბილი და თხელი.

Dogs are Our Oldest and Closest Companions, DNA Has Found

"შესაძლოა, ძაღლს უამრავი დაავადება ჰქონდეს, ამიტომ, როდესაც ლეკვის შეძენას აპირებთ, ჯერ უნდა გაიგოთ, ვინ იყვნენ მისი წინაპრები"

სამწუხაროდ, ჩვენთან ხშირად ასე ხდება: ბავშვს ძალიან უნდა, ლეკვი ჰყავდეს, მშობლები მიუყვანენ, მერე ოჯახს ძაღლის მოვლა ჰბეზრდება და ის ან უპატრონოდ რჩება, ან თავშესაფარში აბარებენ. ძაღლის მოვლას თავისებური ნებისყოფა და უნარი უნდა. თანაც, მის მოსავლელად ადამიანს დრო უნდა ჰქონდეს. ძაღლმა თავისი ადგილიც უნდა იცოდეს: არ არის საჭირო საძინებელში ეძინოს, არ უნდა
აუშვათ საწოლზე, სუფრიდან არ უნდა აჭამოთ...

– თუ ადამიანს აქვს დიდი ეზო, რა ჯიშის ძაღლის ყოლაა სასურველი?
– უმჯობესია, გერმანული ნაგაზი შეიძინოს, არავითარ შემთხვევაში – ქართული. ის ძალიან თავისუფლებისმოყვარე ჯიშია და მთაში უნდა ცხოვრობდეს. შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, რომ ის მგელსაც კი ეჩხუბება მაშინ, როცა ამას ვერც ერთი სხვა ჯიშის ნაგაზი ვერ ბედავს. საერთოდ, ქართულ ნაგაზს ეზო არ ჰყოფნის, ჩვენ კი გვგონია, რომ თავს კარგად გრძნობს, მაგრამ ასე არ არის და ძაღლი თანდათან აგრესიული ხდება. ქართული ნაგაზი ერთ პატრონს აღიარებს, გერმანულ ნაგაზს კი ესმის, რომ ოჯახში შეიძლება რამდენიმე წევრი იყოს და ცდილობს, ყველას შეეგუოს. ყველა ძაღლს თავისი ნიშა აქვს: მონადირემ უნდა ინადიროს, ძაღლმა, რომელიც ადამიანის დასაცავად, ან დამნაშავის დასაკავებლად არის გამოზრდილი, უნდა იმსახუროს, დეკორატიული ძაღლები კი უნდა იყვნენ ბინაში, ისინი სწორედ ამ მიზნით გამოიყვანეს.

– ძაღლი გრძნობს ადრენალინის სუნს, გრძნობს უარყოფით ენერგიას და ხშირ შემთხვევაში ამის გამო კბენს ადამიანს.

– ბევრს აინტერესებს, რა უნდა გავითვალისწინოთ ლეკვის შეძენისას?
– უპირველესად, უნდა მიმართოთ კინოლოგს და აუხსნათ, რა პირობებში ცხოვრობთ. ამის შემდეგ ჯიშის შერჩევაც შეიძლება. თუ ჯიშს სწორად შეარჩევთ, მაშინ მისი მოვლა უფრო გაგიადვილდებათ. მაგალითად: არ შეიძლება ოჯახში პირველად როტვეილერი შეიყვანოთ, ის საკმაოდ მძიმე ხასიათისაა, მხოლოდ ერთ პატრონს ცნობს და მისი მართვა ადვილი არ არის, ამიტომ შეიძლება ადამიანს გული აუცრუვდეს მასზე. თავდაპირველად უფრო უწყინარი, ადვილად მოსავლელი ძაღლი უნდა აიყვანოთ.
თუ ძაღლი უკვე შეიძინეთ, ჯერ უნდა აცრათ. როგორც ადამიანს, ძაღლსაც თავისი განრიგი უნდა ჰქონდეს: ერთსა და იმავე დროს უნდა ჭამდეს, გასეირნებაც ერთსა და იმავე დროს არის სასურველი.

– ვისაც სახლში ბავშვი ჰყავს, საშიში არ არის, პატარას ძაღლისგან რაიმე დაავადება გადაედოს?

FOF - ბოცვერის ბიოლოგიური და ფიზიოლოგიური თავისებურებები

ბოცვრის გამოსაკვებად შეგვიძლია გამოვიყენოთ:

  • მცენარეულობა: სხვადასხვა ბალახეული – (იონჯა, ესპარცეტი, სამყურა, მრავალძარღვა), ხილი, ზოგიერთი ხისა და მცენარის ფოთლები, ბოსტნეული და ბაღჩეული: სტაფილო და  კომბოსტო (ბოცვერს კომბოსტო ეძლევა ზრდასრულ ასაკში). გასათვალისწინებელია, რომ მცენარეულობა არ იყოს სველი და ნამიანი; ასეთ შემთხვევაში უნდა დაველოდოთ მის შეშრობას და ისე მივცეთ ბოცვერს. მწვანე მასა ბაჭიებს შეგვიძლია შევთავაზოთ 2 კვირის ასაკიდან, რა დროსაც ისინი იწყებენ ბუდიდან გადმოსვლას.
  • მარცვლეული კულტურებიდან –  ბოცვრის კვებაში მისაღებია ქერის მარცვლის გამოყენება. პირველადი სახით არ გამოიყენება ისეთი სახეობები, რომლებიც შეიცავენ დიდი რაოდენობით ნახშირწყლებსა და ცხიმს (სიმინდი, ხორბალი, შროტეული, კოპტონი /მისაღებია მათი გრანულირებული  სახით  საკვების რაციონში ჩართვა), არ შეიძლება ბოცვრის პურით ან ფუნთუშეულით გამოკვება.
  • რაც შეეხება თივას, მისი  მიცემა სასურველია დანამატის სახით სხვა საკვებთან ერთად. მცენარეულობის მსგავსად, დიდი რაოდენობით უჯრედისის შემცველობის წყალობით თივა ხელს უწყობს საკვების ეფექტურ მონელებას (ამცირებს ფაღარათის რისკს)/ თავიდან გვარიდებს ბოცვრის სიკვდილს (ალოკილი ბეწვისგან წარმოქმნილი გორგლის საყლაპავში დაჭედვის და ცხოველის გაგუდვის პრევენცია), თივა განსაკუთრებით ეხმარება ბაჭიებს (ასხლეტის პერიოდიდან) საკვების მომნელებელი სისტემის ჯეროვან ჩამოყალიბებაში. თივა კარგი საშუალებაა ბოცვრის გართობისთვის დღის განმავლობაში, თივის მოხმარებისას ბოცვერი ნაკლებად გამოხატავს აგრესიას და ნაკლებად განიცდის გალიაში ყოფნის სტრესს. გასათვალისწინებელია, რომ თივა ანელებს ზრდის ინტენსიურ ტემპს და ბოცვერი მეტ წყალს მოიხმარს (თივის შემცვლელად არ გამოიყენება ნამჯა).
  • გრანულირებული კომბინირებული საკვები – სრულფასოვანი და ერთგვაროვანია. ის უნდა შეიცავდეს  ბოცვრის ზრდა-განვითარებითვის ყველა საჭირო კომპონენტს (პროტეინი, ვიტამინები, მიკრო- და მაკროელემენტები და სხვა). გრანულირებული საკვების გამოყენება ამცირებს ფერმერის შრომით დანახარჯებს და, გრანულირებული ფორმის წყალობით, მინიმუმამდე ამცირებს დანაკარგს. დადებითია ისიც, რომ გრანულაციის დროს ხდება  ნედლეულის თერმულად დამუშავება, რაც თავიდან გვაცილებს მზა საკვების მიკრობულ დაბინძურებას. გრანულა არ უნდა შეიცავდეს დიდი რაოდენობით მტვერს, რათა კვების დროს ბოცვერმა ის არ შეისუნთქოს და სასუნთქი სისტემა არ გაუღიზიანდეს.

საკვების მიწოდება:

  • ბოცვერს აქვს ერთნაწილიანი კუჭი. აუცილებელია, ხშირად იკვებოს. თავისუფლად კვებისას ბოცვერი საკვებთან მიდის დღეში საშუალოდ >30-ჯერ;
  •  ბოცვერი ადვილად ეჩვევა კვების დადგენილ რეჟიმს, ხოლო მისი დარღვევისას განიცდის დისკომფორტს;
  • აუცილებელია საკვების ფაზა ან რაციონი შეიცვალოს ეტაპობრივად (საფეხურებრივად) ახალ საკვებთან უმტკივნეულო შეგუებისთვის.
  • უხეში საკვების (თივა, მცენარეულობა, მარცვლეული, მზა საკვები) მიღებას ბაჭია იწყებს 16-18 დღის ასაკიდან, ხოლო მთლიანად აღნიშნულ საკვებზე გადადის 25 დღიდან. ამ პერიოდში  უნდა მოხდეს კვების ჩვევაზე დაკვირვება და მოხმარებული საკვების აღრიცხვა (ბაჭიის განვითარების შესაფასებლად);
  • რეკომენდებულია, ბოცვრების გამოსაზრდელ სივრცეში რამდენიმე საკვებური განთავსდეს, რათა თავიდან ავიცილოთ კონკურენცია (აგრესია და დაზიანებები) ბოცვრებს შორის;
  • საკვებ დანამატის სახით სასურველია, ბოცვერს საცხოვრებელში მუდმივად ჰქონდეს სალოკი მარილი (ნებაზე).

წყლის მიწოდება:

  • წყალი ბოცვრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ერთი დღის მანძილზე ბოცვრის მიერ მოხმარებული წყლის რაოდენობა ორჯერ მეტია მოხმარებული საკვების რაოდენობაზე  (საკვები 1:2 წყალი);
  • წყლის მოხმარება კიდევ უფრო მატულობს: გამოსაზრდელ გარემოში მაღალი ტენიანობისა და ტემპერატურის პირობებში და ბაჭიების რძით კვების დროს (ლაქტაციისას). ასევე ფაღარათის და თივით კვების შემთხვევაშიც;
  • წყლის შეზღუდვის დროს ბოცვერი ამცირებს საკვების მოხმარებას;
  • წყალი უნდა იყოს სუფთა, არ უნდა შეიცავდეს ქლორს (არ არის საჭირო(თუ რეკომენდებული???) ადუღებული წყლის მიწოდება);
  • რეკომენდებულია, ბოცვრების გამოსაზრდელ სივრცეში რამდენიმე სარწყულებელი განთავსდეს, რათა თავიდან ავიცილოთ კონკურენცია (აგრესია და დაზიანებები) ბოცვრებს შორის.

საკვების და წყლის  სანიტარია:                                                                                                                                    

  • აუცილებელია, ბოცვრის გამოსაკვებად გამოყენებული საკვები სუფთა იყოს. დაბინძურების შემთხვევაში უნდა გამშრალდეს მცენარეულობა და ბოსტნეული. თივა და მარცვლეული უნდა იყოს ობის, ეკლების, მტვრისა და ორგანული ნარჩენებისგან (თაგვის ცურცლი, ჩიტის სკინტლი, ბუმბული) სუფთა, არ იყოს დასველებული;
  • საკვებური და სარწყულებელი საბოცვრეში ისე უნდა  განთავსდეს  (ჩამოიკიდოს) რომ მას ბოცვერი ნაკელით და შარდით ვერ აბინძურებდეს; საკვებურში არ ჩადიოდეს წვიმის წყალი ან იატაკზე დაცემული შხეფები. პერიოდულად აუცილებელია სარწყულებლისა და საკვებურის დასუფთავება და გარეცხვა.
  • წყალი არ უნდა იყოს დაბინძურებული ნაკელით; აუცილებელია, სასმელი წყალი ყოველდღიურად გამოცვალოთ.  ღია ტიპის სარწყულებლის გამოყენება წყლის დაბინძურების რისკს ზრდის (რეკომენდებულია ბოცვრების დარწყულება ნიპელური სარწყულებლით);
  • აუცილებელია საკვებურის ყოველდღიური ამოსუფთავება – იქიდან ნარჩენებისა და დაწუნებული საკვების მოშორება.
  • ბოცვერს თივა ან მცენარეულობა უნდა ჩემოუკიდოთ ან ჩაუფინოთ ვერტიკალურ მდგომარეობაში, რათა არ დააბინძურონ ფეხებით, ნაკელით და შარდით.

კბილების (საღეჭი სისტემისჯანმრთელობის კონტროლი:

  • ბოცვერს მთელი ცხოვრების განმავლობაში ეზრდება კბილები (საშუალოდ კვირაში 3მმ-ით), რომლებიც საჭიროებენ ბუნებრივ მოცვეთას. ბაჭიებს მე-18 დღიდან ეწყებათ კბილების ცვლა, ძირითადი სარძევე კბილები ეცვლებათ მე-20-28-ე დღეს. ამ ასაკიდან, კბილების მოსაცვეთად, ბოცვერს საცხოვრებელში აუცილებელია ჰქონდეს სპეციალური საღრღნელი  მასალა: ფიცარი ან მაგარი ტოტები (კომშის, ტირიფის). (რაციონში მცენარეულობის და თივის გამოყენება ეხმარება კბილების ცვეთას). ბაჭიებში კბილების ჯანმრთელ ზრდას ხელს უწყობს მზეზე გამშრალი იონჯის თივის მიცემა (D ვიტამინის და კალციუმის მაღალი დონე). პრობლემის შემთხვევაში ბოცვრის კბილების ჯანმრთელობის შესაფასებლად მიმართეთ ვეტერინარს.

დედა ბოცვრის მიერ ბაჭიების შეჭმის (კანიბალიზმიდა დაზიანების მიზეზები და მათი აღმოფხვრა:

ზოგ შემთხვევაში დედა ბოცვერი ბაჭიებს ხოცავს, აჭამს ყურებს და თათებს, ან სრულად ჭამს ნაშიერს. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, კერძოდ:

  • დედის არასრულფასოვანი კვება (მოთხოვნილება ცილაზე და სხვადასხვა საკვებ ნივთიერებაზე) ან უწყლობა (წყალი დედა ბოცვერს უნდა მიეწოდოს მუდმივად, ნებაზე);
  • ერთ-ერთი მიზეზია მეძუძური დედის რძის ნაკლებობა ან არქონა (აუცილებელია, მაკე და დედა ბოცვერი  მაკეობაში და ლაქტაციისას ვკვებოთ სრულფასოვანი და საჭირო რაოდენობის საკვებით);
  • შენახვის პირობების დარღვევა, კერძოდ: 3 წელზე დიდ დედებში სიმჭიდროვე, სტრესი და მისთ., რასაც თან ახლავს შობადობის შემცირება, დამაკების გართულება და აგრესიულობა( უნდა დავიცვათ გამოზრდის ნორმები და გამოვიწუნოთ ავი ზნის დედები);
  • ნაადრევი შეჯვარება – ზრდადაუსრულებელი დედლის ან მამლის (<5 თვეზე ნაკლები ასაკის) შეჯვარებას თან ახლავს დედა ბოცვრის წონაში კლება, ნაყოფის განუვითარებლობა, ნაყოფის სიმცირე (საჭიროა შეწყვილების დაყოვნება/დედალი უნდა იყოს მინიმუმ 2 კგ ცოცხალი წონის, ხოლო მამალი – 6 თვის);
  • ნაყოფის დაზიანება დედის მიერ: ეს ძირითადად  ემართებათ ახალბედა დედებს, რომელთაც პირველად დაყარეს ბაჭიები; ისინი ბაჭიების ალოკვას ცდილობენ, მაგრამ ბასრი კბილებით უნებურად აზიანებენ ახალშობილის ყურებს, თათებსა და მუცელს – ჭიპლარის გადაჭრის დროს. (ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია დედა ხელახლა დავამაკოთ).

ჭიებზე დამუშავება (დეჰელმინთიზაცია):

  • ეფექტური საკვების მოხმარებისა და შეთვისებისთვის (ზრდა, განვითარება, პროდუქტიულობა) სასურველია ბოცვრის შინაგან პარაზიტებზე (ჭიებზე) დამუშავება წელიწადში რამდენიმეჯერ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საკვებად მწვანე მასას ვიყენებთ. დეჰელმინთიზაციაზე  კონსულტაციისთვის  მიმართეთ ვეტერინარს.

   ბოცვრის ფიზიკური ფორმის (კონდიციურობა) ვიზუალური  შეფასება

 

  ძალიან გამხდარი:

  • ნეკნები და ხერხემლის ძვალი მახვილია, შეიმჩნევა ვიზუალურადაც; ფერდები ჩავარდნილია;
  • კუნთის მასის ნაკლებობა, არ გვხვდება ცხიმის ფენა.
  • მუცელი აკრულია.

 

გამხდარი:

  • ხელის შეხებით ადვილად იგრძნობა  ნეკნები და ხერხემლის ძვალი;
  • გვხვდება სუსტი კუნთები და კანქვეშ ცხიმის თხელი ფენა;
  • ზურგი სწორია.

 

იდეალური ფორმა:

  • ნეკნების, ხერხემლისა და მენჯის ნაწილი შევსებულია;
  • კანქვეშ გვხვდება ცხიმის საშუალო ფენა;
  • ზურგი ამოზნექილია;
  • მუცელი არ არის ჩამოშვებული.

მსუქანი:

  • მხოლოდ ხელის დაჭერით შეგვიძლია ვიგრძნოთ ხერხემლის, ნეკნებისა და მენჯის ძვლები;
  • დედლებში ღაბაბი ჩამოწეულია, მოხრის დროს ჩნდება ნაკეცები;
  • მცირედ მოშვებული მუცელი.

გადასუქებული:

  • ხელის დადებით  შეუძლებელია ვიგრძნოთ ხერხემლის, ნეკნებისა და მენჯის ძვლები;
  • კისრისა და გავის არეში დაგროვებულია ცხიმი;
  • გაძნელებულია მოძრაობა
  • ჩამოვარდნილია მუცელი.
  • farmerschool.ge