ჯერსის გიგანტი

ჯერსის გიგანტი

ფრინველები

ჯერსის გიგანტი არის ქათმის ამერიკული ჯიში, რომელიც გამოიყვანეს მეცხრამეტე საუკუნეში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ჯერსის შტატში, სწორედ აქედან მომდინარეობს მისი სახელიც.
როგორც სახელი მიანიშნებს ჯერსის გიგანტი არის ყველაზე დიდი ქათმის ჯიში. დედალი იწონის 4.5 კგ-ს, ხოლო
მამალი 6.5კგ-მდე იზრდება.
ხასიათით განსხვავდება სხვა ქათმებისგან, დედალი არის ძალიან თბილი, მოსიყვარულე, მამალსაც დამყოლი და მშვიდი ხასიათი აქვს, არ ახასიათებთ ჩხუბი და კინკლაობა.

ჯერსის კვერცხი გამოირჩევა სიდიდითაც, ხშირად ორი გულიც აქვს.
ასევე ცნობილია, რომ დედალი ყველაზე კარგად ეგუება ცივ პირობებს და ჯერ კიდევ იანვრის შუა რიცხვებში იწყებს კვერცხის დებას... როცა ზოგიერთი ქათამი მარტამდე კვერცხს არ დებს.

Address

N/A

Phone

N/A

Email

N/A

Website

N/A